ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2025


კარგ ყმას ვერა ჰკლავს სიკვდილი

ვუძღვნი ახალგაზრდა ხევსური პოეტის - ირაკლი ჭინჭარაულის ხსოვნას


იყო ხევსური პოეტი -
ჭინჭარაულთა გორისა,
ტკივილ თავისად მიაჩნდა
მოძმის და თანატოლისა.

მთებს უკითხავდა სტრიქონებს
ალალი, მხნე, გამბედავი,
ახლა ლექსებში იგონებს
მისი გამზრდელი დედაი.

კარგ ყმას ვერა ჰკლავს სიკვდილი,
კარგები არა კვდებიან...
თუკი დასჭირდა სამშობლოს
უმალვე წამოდგებიან.

წამოდგებიან უმალვე
გაჭრილი საფლავებიდან,
მათ დაანათლა უფალმა
სიკეთე დაბადებიდან.

მარად იცოცხლებს კარგი ყმა -
გაზრდილი დედის უბეში...
რომ არ ივიწყებს მთა მის შვილს,
მშობლისთვის არის ნუგეში.

ოთარ რურუა

2025

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები