იოსებ ბროდსკი - ოთახში დარჩი, გარეთ გასვლა არ დააპირო
ოთახში დარჩი, გარეთ გასვლა არ დააპირო, “მზე” რაღად გინდა, თუ ეწევი „შიპკა“ პაპიროსს? კარს მიღმა აზრი არაფერს აქვს, თუა საჭირო, მხოლოდ მცირე ხნით მიაშურე სათავნაპიროს!
ოთახში დარჩი, მანქანების გამომრიცხველი, სივრცე წინკარით იწყება და ბოლოს მრიცხველით სრულდება, ხოლო თუ შემოვა შენს საყუდელში ტურფა - უყვირე და გააგდე ტანგაუხდელი.
ოთახში დარჩი, ჩათვალე რომ შეგხვდა ციება, სკამზე, კედელზე ძვირფასია რამ საძიებლად? რისთვის ღირს წასვლა ადგილიდან, სადაც ბინდბუნდში კვლავ დაბრუნდები, მით უმეტეს - გადაბინტული?
ოთახში დარჩი, „ბოსა-ნოვას“ ჰანგზე აცმუკდი, ფეხზე ხამლით და შიშველ ტანზე პალტოჩაცმული, მყრალი სუნი აქვს დერეფანში საცხს და გამაშებს, იმდენი წერე, ერთი ასოც გადაამლაშებს.
ოთახში დარჩი, შეეცადე მასში გაერთო და „ინკოგნიტო ერგო სუმ“ თქვი, როგორც საერთოდ ფორმას სიფიცხით სუბსტანციამ ამცნო წინადროს, ჩაი გსურს გარეთ? საფრანგეთში კი არ ბინადრობ!
არ გასულელდე! მუდამ იყავ სხვისგან რჩეული, გაერთე შენი საცხოვრისის ავეჯეულით, კედელს შეერწყე, ჩაიკეტე ბარიკადებით და ქრონოსს, ვირუსს, კოსმოსს, ეროსს ნუ მიაკვდები!
5 აგვისტო, 2025 წ.
სათავნაპირო - საპირფარეშო
ლექსის ანალიზია აქ: https://polka.academy/materials/700
Иосиф Бродский - Не выходи из комнаты, не совершай ошибку...
Не выходи из комнаты, не совершай ошибку. Зачем тебе Солнце, если ты куришь Шипку? За дверью бессмысленно всё, особенно — возглас счастья. Только в уборную — и сразу же возвращайся.
О, не выходи из комнаты, не вызывай мотора. Потому что пространство сделано из коридора и кончается счётчиком. А если войдёт живая ც, пасть разевая, выгони не раздевая.
Не выходи из комнаты; считай, что тебя продуло. Что интересней на свете стены и стула? Зачем выходить оттуда, куда вернёшься вечером таким же, каким ты был, тем более — изувеченным?
О, не выходи из комнаты. Танцуй, поймав, боссанову в пальто на голое тело, в туфлях на босу ногу. В прихожей пахнет капустой и мазью лыжной. Ты написал много букв; ещё одна будет лишней.
Не выходи из комнаты. О, пускай только комната догадывается, как ты выглядишь. И вообще инкогнито эрго сум, как заметила форме в сердцах субстанция. Не выходи из комнаты! На улице, чай, не Франция.
Не будь дураком! Будь тем, чем другие не были. Не выходи из комнаты! То есть дай волю мебели, слейся лицом с обоями. Запрись и забаррикадируйся шкафом от хроноса, космоса, эроса, расы, вируса.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. დიდი მადლობა, კრავაი, იხარეთ! მიხარია შესანიშნავი მთარგმნელისგან კარგი შეფასება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! დიდი მადლობა, კრავაი, იხარეთ! მიხარია შესანიშნავი მთარგმნელისგან კარგი შეფასება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!
6. კარგია,ოთარ. ძალიან მომეწონა. მეც ვთარგმნე ეს ლექსი და გეფიცები,არ შემშურდა ეს კარგი ნათარგმნი:):)
დიდი ხუთიანი,ჩემგან!!! კარგია,ოთარ. ძალიან მომეწონა. მეც ვთარგმნე ეს ლექსი და გეფიცები,არ შემშურდა ეს კარგი ნათარგმნი:):)
დიდი ხუთიანი,ჩემგან!!!
5. კიბატონო, ნება თქვენია - ყველას თავისი შემოქმედებითი მიდგომები აქვს. "სიფიცხე" შესაფერისი ვარიანტია. გამიხარდა, რომ გაგებით მოეკიდეთ კრიტიკას. კიბატონო, ნება თქვენია - ყველას თავისი შემოქმედებითი მიდგომები აქვს. "სიფიცხე" შესაფერისი ვარიანტია. გამიხარდა, რომ გაგებით მოეკიდეთ კრიტიკას.
4. დიდი მადლობა, "მზე" ბრჭყალებშია და ხსენებულ საიტზე პაპიროსის კოლოფიც ხატია, შემეძლო "სოლნცე" დამეწერა. ბულგარულ სიგარეტს რომ ნიშნავს ვიცი. "გამაში" სპორტულ ფეხსაცმელს ნიშნავს, დიდ დანაშაულად არ მიმაჩნია მისი გამოყენება. ბროდსკის ჰეტეროსილაბური (არათანაბარმარცვლიანი) იამბის მიხედვით შეგნებულად არ ვთარგმნე, ქართულ ლექსს თავისი მუსიკა და კანონები აქვს.
განსაკუთრებით საყურადღებოა თქვენი შენიშვნა "в сердцах", რომელსაც გავასწორებ ასე "სიფიცხით". დიდი მადლობა კრიტიკისთვის, ასევე წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა, "მზე" ბრჭყალებშია და ხსენებულ საიტზე პაპიროსის კოლოფიც ხატია, შემეძლო "სოლნცე" დამეწერა. ბულგარულ სიგარეტს რომ ნიშნავს ვიცი. "გამაში" სპორტულ ფეხსაცმელს ნიშნავს, დიდ დანაშაულად არ მიმაჩნია მისი გამოყენება. ბროდსკის ჰეტეროსილაბური (არათანაბარმარცვლიანი) იამბის მიხედვით შეგნებულად არ ვთარგმნე, ქართულ ლექსს თავისი მუსიკა და კანონები აქვს.
განსაკუთრებით საყურადღებოა თქვენი შენიშვნა "в сердцах", რომელსაც გავასწორებ ასე "სიფიცხით". დიდი მადლობა კრიტიკისთვის, ასევე წარმატებებს გისურვებთ.
3. ბატონო ოთარ, რაკი ეს თარგმანი ჩემეულის გამოქვეყნებიდან მალევე დადეთ, ერთგვარ პასუხად აღვიქვი. ამიტომ გამოვეხმაურები ორიოდე სიტყვით. მთლიანობაში საკმაოდ ვირტუოზულად არის შესრულებული, მაგრამ, პირველ რიგში, ვფიქრობ, ბროდსკის ჰეტეროსილაბურ იამბთან, სადაც გრძელი და მოკლე სტრქიონები (ცვალებადი ცეზურებით) ენაცვლება ერთმანეთს, 14-მარცვლიანი ლექსი ცოტა შეუსაბამოა. მეორე ბწკარში "სოლნცე" აღნიშნავს ბულგარული წარმოების სიგარეტის მარკას, ისევე როგორც "შიპკა". ანუ აქ საუბარია სიგარეტის ორ მარკას შორის არჩევანზე და არა — სიგარეტსა და მნათობ მზეს შორის. ამის შესახებ არის საუბარი თქვენ მიერ დალინკული დისკუსიის ტრანსკრიპტის ტექსტშიც. თითქმის ყველა ქართულენოვან თარგმანში (ინგლისურენოვანებშიც, ერთადერთი ფრანგულ ვერსიაში არის "შიპკა" და "სოლნცე") ეს გარემოება იგნორირებულია. ასევე, დაზუსტება, რომ "შიპკა" პაპიროსია, ზედმეტი მგონია. მეოთხე სტროფში "გამაშები" აბსოლუტურად უადგილოდ გამოიყურება (მგონი იმ პერიოდში გამაშება მოდიდან კარგა ხნის გადასული უნდა ყოფილიყო და მხოლოდ სპორტული ეკიპირების ატრიბუტი თუ იქნებოდა) და მხოლოდ რითმისთვის (რომელიც თავისთავად აღებული საკმაოდ ჟღერადია) მოტანილის შთაბეჭდილებას ტოვებს. მეოთხე სტროფში "გულებში" "в сердцах" - ის ბუკვალური თარგმანია და შეცდომაა. "В сердцах" ნიშნავს გაცხარებით, გაღიზიანებით, გაბრაზებით, ემოციურად და მისთ. ამავე სტროფში სასმელი "ჩაიც" არაფერ შუაშია. "чай не франция" ამ კონტექსტში უნდა გავიგოთ როგორც "საფრანგეთი მაინც არ დაგხვდება", "ეგეც საფრანგეთი არ იყოს". გადასარევად აქვს გადაწყვეტილი ვახუშტის: "გარეთ უცებ არ დაგხვდეს პარიზი". სხვა მხრივ დანარჩენი მომეწონა. "სათავნაპირო" თითქოს მეტ ირონიას და სარკაზმს სძენს (მეც თანამედროვე "საპირფარეშოს" ან "ტუალეტს" არქაული ვარიანტი "ფეხთსალაგი" ვამჯობინე). წარმატებები. ბატონო ოთარ, რაკი ეს თარგმანი ჩემეულის გამოქვეყნებიდან მალევე დადეთ, ერთგვარ პასუხად აღვიქვი. ამიტომ გამოვეხმაურები ორიოდე სიტყვით. მთლიანობაში საკმაოდ ვირტუოზულად არის შესრულებული, მაგრამ, პირველ რიგში, ვფიქრობ, ბროდსკის ჰეტეროსილაბურ იამბთან, სადაც გრძელი და მოკლე სტრქიონები (ცვალებადი ცეზურებით) ენაცვლება ერთმანეთს, 14-მარცვლიანი ლექსი ცოტა შეუსაბამოა. მეორე ბწკარში "სოლნცე" აღნიშნავს ბულგარული წარმოების სიგარეტის მარკას, ისევე როგორც "შიპკა". ანუ აქ საუბარია სიგარეტის ორ მარკას შორის არჩევანზე და არა — სიგარეტსა და მნათობ მზეს შორის. ამის შესახებ არის საუბარი თქვენ მიერ დალინკული დისკუსიის ტრანსკრიპტის ტექსტშიც. თითქმის ყველა ქართულენოვან თარგმანში (ინგლისურენოვანებშიც, ერთადერთი ფრანგულ ვერსიაში არის "შიპკა" და "სოლნცე") ეს გარემოება იგნორირებულია. ასევე, დაზუსტება, რომ "შიპკა" პაპიროსია, ზედმეტი მგონია. მეოთხე სტროფში "გამაშები" აბსოლუტურად უადგილოდ გამოიყურება (მგონი იმ პერიოდში გამაშება მოდიდან კარგა ხნის გადასული უნდა ყოფილიყო და მხოლოდ სპორტული ეკიპირების ატრიბუტი თუ იქნებოდა) და მხოლოდ რითმისთვის (რომელიც თავისთავად აღებული საკმაოდ ჟღერადია) მოტანილის შთაბეჭდილებას ტოვებს. მეოთხე სტროფში "გულებში" "в сердцах" - ის ბუკვალური თარგმანია და შეცდომაა. "В сердцах" ნიშნავს გაცხარებით, გაღიზიანებით, გაბრაზებით, ემოციურად და მისთ. ამავე სტროფში სასმელი "ჩაიც" არაფერ შუაშია. "чай не франция" ამ კონტექსტში უნდა გავიგოთ როგორც "საფრანგეთი მაინც არ დაგხვდება", "ეგეც საფრანგეთი არ იყოს". გადასარევად აქვს გადაწყვეტილი ვახუშტის: "გარეთ უცებ არ დაგხვდეს პარიზი". სხვა მხრივ დანარჩენი მომეწონა. "სათავნაპირო" თითქოს მეტ ირონიას და სარკაზმს სძენს (მეც თანამედროვე "საპირფარეშოს" ან "ტუალეტს" არქაული ვარიანტი "ფეხთსალაგი" ვამჯობინე). წარმატებები.
2. ძვირფასო მუხა, თარგმანის ბოლოში "სათავნაპიროს" მნიშვნელობა აღნიშნული მაქვს, თუ სიტყვას ვერ იგებ, დაგუგლე. მადლობა კომენტარისთვის. ძვირფასო მუხა, თარგმანის ბოლოში "სათავნაპიროს" მნიშვნელობა აღნიშნული მაქვს, თუ სიტყვას ვერ იგებ, დაგუგლე. მადლობა კომენტარისთვის.
1. Только в уборную — и сразу же возвращайся .მხოლოდ მცირე ხნით მიაშურე სათავნაპიროს! სათავნაპირო??
Только в уборную — и сразу же возвращайся .მხოლოდ მცირე ხნით მიაშურე სათავნაპიროს! სათავნაპირო??
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|