 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 8 აგვისტო, 2025 |
მე თუ მკითხავთ მარტივია ძალიან, გინდა? ჰოდა გააკეთე რაც გინდა დაშავდება? იცი, შენი ბრალია, გამოგივა? იტყვი, რისკად ღირდა. მე თუ მკითხავთ მუდამ უნდა იარო, გზა არ დაგხვდა? დაადექი სხვისას, არ დაგითმეს? სთხოვე გაგიზიარონ, მთავარია არ გაჩერდე დიდხანს. მე თუ მკითხავთ უთქმელობას სჯობს რომ თქვა სათქმელს ნურასდროს შეირჩენ პირზე, დაგიწუნეს? არა უშავს, ეჰ, რა ვქნათ, ყველას მოსაწონს ვერ ვამბობთ იქნებ. მე თუ მკითხავთ დათანხმებას უარზე უფრო ხშირი სახე უნდა ჰქონდეს, დაპირდი და იმედი გაუზარდე, შეიძლება მაგ პირობით მორჩეს. მე თუ მკითხავთ ამ ცხოვრების მიზანი სხვებზე ზრუნვა, სხვებზე დარდი გახლავთ, გეეჭვება? შენ შენს აზრზე იყავი, მე კი, რა ვქნა, ასე ვფიქრობ, მართლა. .... მე თუ მკითხავთ მაინც ასე სჯობია გააკეთო რაც გსურს და რაც გინდა, რასაც გულით გააკეთებ მგონია, მხოლოდ მასზე თუ იტყვი რომ ღირდა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგი პოზიტიური ლექსია,
მე თუ მკითხავთ ამ ცხოვრების მიზანი სხვებზე ზრუნვა, სხვებზე დარდი გახლავთ, მე კი ამ ცხოვრებამ აზრი შემაცვლევინა ჯერ თაო და მერე სხვაო. კარგი პოზიტიური ლექსია,
მე თუ მკითხავთ ამ ცხოვრების მიზანი სხვებზე ზრუნვა, სხვებზე დარდი გახლავთ, მე კი ამ ცხოვრებამ აზრი შემაცვლევინა ჯერ თაო და მერე სხვაო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|