ნაწარმოებები


გილოცავთ ყველას ახალ წელს და შობას!!! სიყვარულის და ბედნიერების წელი ყოფილიყოს 2026. საქართველოს სიმშვიდის და აყვავების წელი ყოფილიყოს წელს მაინც.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: პოეზია
9 აგვისტო, 2025


სხვაგვარად ფიქრობს ვაჭარი...

„სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოვლისა მოსახვეჭელსა“ - შოთა რუსთაველი

სხვაგვარად ფიქრობს ვაჭარი,
სახეს დარდისგან მოღრეჯავს,
თუ ვერ მდიდრდება ნავაჭრით,
უჯობს ქონების მოხვეჭა.

მას ურჩევნია სიმდიდრე
უფალს, სამშობლოს, ცხონებას,
სიმდიდრეს თუ ვერ იდიდებს,
კრულია მისთვის ცხოვრება.

9 აგვისტო, წმ. პანტელეიმონ მკურნალის ხს. დღე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები