ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2025


ორივე იყო ამქვეყნად დიდი

ხშირად ვღიღინებ გოგი ცაბაძის
ფენომენალურ უკვდავ სიმღერებს,
რა მათქმევინებს მასზე აბა ძვირს,
ვინც იმღერა და ვინც კვლავ იმღერებს.

ცაბაძის გარდა, რევაზ ლაღიძის
შემოქმედებაც მიყვარს წლებია...
ძარღვებში მათი სისხლი დამიდის,
მტკვრის პირას მთვრალსაც მიოცნებია.

მარადისობის თუმც გახდნენ მკვიდრნი,
დღესაც უძღვნიან ლექსებს მგოსნები...
ორივე იყო ამქვეყნად დიდი,
სავსე ქართული პატიოსნებით.


ოთარ რურუა

2025

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები