 | ავტორი: ვერიკო გოცირიძე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 16 აგვისტო, 2025 |
გეოპოლიტიკას რომ სრულიად შევეშვათ და ჩვენს რუტინულ ყოფას შევხედოთ, პირისპირ რასაც ვაწყდებით იმაზე რომ ვკონცენტრირდეთ, დავინახავთ, რამდენად რთულ ყოფაში ვართ. შარშან სიღნაღის მუზეუმში ვიყავი, სადაც შესასვლელშივე იყიდებოდა ფიროსმანის სურათების პრინტები, როგორც ჩანთებზე, ისე მაცივარზე მისაკრობებზე, ჭიქებზე, წინსაფრებზე და ა.შ. ძალიან მომინდა წინსაფრის ყიდვა, რომელზეც წითელპერანგა მეთევზე იყო დაპრინტული; ვფიქრობდი ხელოვნების გაკვეთილზე ჩემს მოსწავლეებთან ეს წინსაფარი გამომადგებოდა, თან ფიროსმანის პოპულარიზაციას გავწევდი და თან ყველას დავამახსოვრებდი მის ერთ ნამუშევარს მაინც... მეთქი რა უნდა ღირდეს ისეთი რომ ვერ შევიძინო, თუმცა 4️⃣5️⃣0️⃣ლარი ნამდვილად ვერ წარმომედგინა წინსაფარში; დაცვაც კი გაკვირვებული იყო ქართველი რომ ყიდვით დავინტერესდი, მაგრამ ფასით განცვიფრებულს სახეზე რომ გაკვირვება დამეტყო, დარწმუნდა, რომ მყიდველი არ ვიყავი და გარეთ გავიდა. მერე ვიფიქრე, თუ ამ წინსაფარს ვერა, მაცივარზე მისაკრობს მაინც ვიყიდი-მეთქი იმავე პრინტით, მაგრამ აქაც გავოცდი, როცა გავიგე, რომ 4️⃣0️⃣ ლარი ღირდა. მოკლედ ცარიელი ხელებით გამოვბრუნდი ... სამაგიეროდ ამის საპირწონედ სასიმოვნოდ გავოცდი წელს, ვარძიაში. შესასვლელში სალაროსთან ერთი ხაშურელი ქალი იმავე რამეებს ყიდიდა...მაცივარზე მისაკრობს ვიყიდი-მეთქი და ყველა 5️⃣ლარი ღირსო... ასე იაფად რატომ ყიდით-მეთქი, გამიკვირდა, სიღნაღში იცით რა ფასებია-თქო?! როცა აღნიშნული ფასები ვუთხარი ამ კეთილმა ქალმა მაჩუქა როგორც ფიროსმანის სურათიანი მაცივრის მისაკრობი, ისე ბავშვისთვის პატარა მიკიმაუსიანი ბეჭედი და მძივი ნახევარ ფასში მომყიდა, რადგან ქართველი ხარო...სულ ვაკლებ ქართველებზე ყველაფერსო... ხოდა იმას აღარ მოვყვები აჭარაში რომ ყველა რუსულად მოგვმართავდა... ჩემს ქვეყანაში , ჩემს კახეთში, ფიროსმანის მხარეში ვერ შევძელი მისი პრინტით რაიმე შემეძინა და ჩემს მშვენიერ საქართველოში რუსებად აღგვიქვამდნენ... და ვატყობდი, რომ ადგილობრივები მათ მეტ პატივს სცემდნენ, ვიდრე ჩვენ, ქართველებს... იგივე ხალხი, კი იტყვის, რომ ფული არაფერშუაში არ არის და სტუმართ- მასპინძლობის ამბავია... და მაინც, მიხარია რომ ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი მშრომელი და პატიოსანი მოქალაქეები, როგორიც ვარძიაში, ის ხაშურელი ქალბატონი იყო... P.S. საკუთარი კულტურის სიყვარული ფასის აწევით არ იზრდება. ხელმისაწვდომობა — კი. და სანამ ვარძიაში, იმ ქალბატონის მსგავსი ადამიანები გვყავს, მაშინ ნამდვილად ეშველება ჩვენს ქვეყანას! ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ გარდა გეოპოლიტიკური ამინდისა, თითოეულ მოქალაქეზე დგას ქვეყნის მომავალი !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ვერიკო გოცირიძე
თითოეულ მოქალაქეზე დგას ქვეყნის მომავალი ! სრული ჭეშმარიტებაა! ვერიკო გოცირიძე
თითოეულ მოქალაქეზე დგას ქვეყნის მომავალი ! სრული ჭეშმარიტებაა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|