ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2025


* * *

"ერატოსტენეს სიზმარი"
მიყვარდა სამხარი დარჩება მსახურად,
და გულმა მაისი სიხარბით დახურა,
სამყაროს ხიდები ასეა ავდარით,
შიშითა ნაცხობი უბე და სამხარი,
ავად ვარ ოცნებით დაიქცა სამყაროდ,
მე მინდა გული და სიტყვები ვახარო,
ასეა ამბავი ნაქები სხივისა,
დარჩება მაისად ბიბლიად მივლისა,
სადაც კი სიტყვებმა ნამქერი შეამკო,
მითხარი სიტყვები რომელიც შენ გაქო,
არ მაქვს ესენიც ამისი ბრალია,
გავიდა ტეხასში რამდენი წამია,
და თუ კი ძაღლებმა გლოვა რომ ისწავლეს,
და თუ კი წვალება დღეს ჩემი ბრალია,
მოდი და ეშმაკად დღეს ზეცა იწამე,
გახსოვდეს სამყარო უშვილო წამია,
და თუ კი სიტყვებმა საყდარი დალეწეს,
მისდიე მხეცებს და მხეციან სამხეცეს,
და თუ კი ავად ვარ დაიქცეს ნაღველი,
მოვიდეს ზამთარი და არა ნამქერი,
რომ სიტყვას უქებდე მირქმის და ხეობის,
და არსი გესმოდეს სუყველას ზნეობის,
რომ დარჩა ყმაწვილად ნაცნობი ოცნება,
ღირსი ვარ მიწამე ელავდი ბოცვერად,
და თუ კი ბოცვერმა იწამა მაისი,
შენ ხარ და სიტყვებით შენ შესაბრალისი,
და თუ კი ავდარი დღეს ჩემი ბრალია,
გაივლის იცოდე დაიქცა ნალია,
არა ღირს იცხოვრო დიდებულ ცხოველად,
დაწერე უსიტყვოთ ათასი ნოველა,
და თუ კი ფიქრებმა აზრებად მაწამა,
დარჩემა უსიტყვოდ და სიზმრის წამწამად.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები