 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 18 აგვისტო, 2025 |
რა ლამაზად საუბრობ, რა ლამაზად იღიმი, რა ლამაზი მზერა გაქვს, რა ლამაზი თვალები, მინდა შენი სიტყვებით, მინდა შენი სიცილით, შენი მზერის სხივებით ფიქრს მოედოს ალები. რა ლამაზი სახე გაქვს, რა ლამაზი ტუჩები, ორ გზად კბილთა მწკრივები ბაგეს როგორ უხდება, და ლოყები? თითქოსდა მოუქარგავთ ფუნჯებით სულ წვრილ-წვრილი ხალებით... ღმერთო, ნუ გაურჩდება. ტანი? ტანი ხომ სულ მთლად შეგშლის, შეგშლის ბატონო, მოელვარე ფეხებით, მოფარფატე თითებით... რანაირი სხეულით დადიხარ ქალბატონო?.. აბა შენი შემყურე, მოდი, ნუ დაითვრები. მკერდი? მკერდზე რაღა ვთქვა, ფეთქავს ნიშნის მოგებით, რა ლამაზად ატყვია ოხერს ჩემს საწამებლად, იქნებ, იქნებ არ მოვკვდე ამ საამო ოცნებით, იქნებ, იქნებ ერთ დღესაც იქცეს ჩემს სახარებლად. მიხვრა-მოხვრა? და ჰა... უუჰ, ცეკვავს მთელი სამყარო, რა წესია, ასეთი რომ გშვა დედაბუნებამ? ჩემი უნდა დაგარქვა, ჩემთან უნდა შეგყარო, რას მიქვია ძვირფასო შენთან ევას ცდუნება... ...... რა ლამაზად იღიმი, რა ლამაზი მზერა გაქვს, რა ლამაზი თვალები, რა ლამაზი სხეული...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მამაკაცებისთვის დავწერე, ქალბატონებს რომ მიუძღვნან მერე. მამაკაცებისთვის დავწერე, ქალბატონებს რომ მიუძღვნან მერე.
1. და ვის , ასეთი ლამაზი ლექსი? და ვის , ასეთი ლამაზი ლექსი?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|