ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: იუმორისტული
19 აგვისტო, 2025


А царь-то не настоящий...

თავს ხელმწიფედ ასაღებდა,
შეიფერა მეფის სკამი,
დნმ-ის ასაღებად
დაპატიჟეს ალასკაში.

შეიყვანეს ლიმუზინში,
ჩაუტარეს ანალიზი,
გაქრა ჯადო ილუზიის,
მისი სახის პარალიზით.

ერთ ადგილას დიდხანს დგომით,
ირხეოდა, მოჰყვა ცმუკვას,
ორეული შერჩა გნომის,
მის მასპინძელ ტრამპაცუმპას.

ჟურნალისტებს შეუძახა,
რუპორიან ხელთა ჟესტით,
მოამზადეს მათაც ძრახვა,
დაამდარეს დაიჯესტით.

დაამადლეს „მაკდონალდსიც“
გაამგზავრეს შინ მშიერი,
ტაბუ ადევს მას დონალდის
ამიერით - „ვაშინერსი“.

19 აგვისტო, ფერისცვალება, 2025 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები