ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ამერიკა?! ჩემი საყვარელი ფილმები ამერიკულია. ჩემი საყვარელი სიმღერები ამერიკულია. ჩემი საყვარელი ლექსი ამერიკულია - „ამერიკა, როდის მორჩები ანგელოზობანას?! იქნებ, ტრაკში გაირჭო ეგ შენი ატომური ბომბი?!“ - ბერკლი, 17 იანვარი, 1956. ყველაფერი, რაც მიყვარს და რაც ვიცი, ამერიკულია; სხვა ადამიანებთან დისტანცირებაც კი: „ მე არავინ ვარ; მაგრამ თუ მომიახლოვდები ბასრი დანა ვარ.“ ოიდიპოსსა და ედ კემპერს შორის კემპერზე ვაჩერებ არჩევანს, თუ დედა მცემდა. ერთდროულად ფერადი ჰიპსტერი და ვიეტნამში ძალდატანებით წათრეული კონსერვატი ვარ. საჩუქრებს მხოლოდ სანტა კლაუსი მჩუქნის ვიწრო ბუხრისა და მისი ღიპის ამბავი ყოველთვის შეუთანხმებელი პირობა რომ არის, მაგრამ ხომ დაგვარწმუნეს ამერიკელმა მეცნიერებმა, რომ კვანტურ სამყაროში ბევრი რამე აუხსნელია და მეც იმას ვფიქრობ, მთელი ეს ყველაფერი, ამერიკული მძღნერი, ატომში ხომ არ არის გამოკეტილი?! ვდარდობ ყველა ამერიკულ სულზე, რომელიც, რატომღაც, სადღაც სხვაგან იბადება, „რუსთაველი მანიაკი“ რუსთავში და მიკ ჯაგერი ინგლისში. განა, უბედურება არ არის, რომ ვერ იხილა ფრიდონ პირტახიამ ვიეტნამის ომი და იქიდან გზადაკარგული არ ჩასულა ამერიკაში, ზედ ჰელოუინის დღესასწაულზე, რომ პატარა გოგონებთან მაიკლ მაიერსივით მოქცეულიყო, ან სიზმრებში ეხეტიალა ვითარცა ფრედი კრუგერივით; ჰქონოდა შესაძლებლობა რიჩარდ რამირეზივით ვნებიანი ყოფილიყო; ტედ ბანდივით ქარიზმატული და ჯეფრი დამერივით მომთმენი. ჩვენ კი, ვინც ქათამსაც ვერ წავაცალეთ თავი, ალბათ, ამერიკიდან, მხოლოდ რობერტ ფროსტის ლექსში გვინდა: შევისვენოთ ზამთრის ტყეში, შეაჟღარუნოს ეჟვანი ცხენმა და მითხრას, - ვეღარ გცნობ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მარტო აქ ჩამოთვლილი "ნაღები საზოგადოება" რად ღირს). პირტახიაც რომ თემაშია. არა, სად მივლენ ჩვენები ამერიკელ მანიაკებთან)... წაუგინზბერგებს. ნუ, ის ფრაზაც მაგის ლექსიდანაა ხო: (America) go fuck yourself with your atom bomb... მარტო აქ ჩამოთვლილი "ნაღები საზოგადოება" რად ღირს). პირტახიაც რომ თემაშია. არა, სად მივლენ ჩვენები ამერიკელ მანიაკებთან)... წაუგინზბერგებს. ნუ, ის ფრაზაც მაგის ლექსიდანაა ხო: (America) go fuck yourself with your atom bomb...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|