სამი რამ გახდა ნაცნობი საზოგადოებისთვის,რომლისთვისაც არ იყო საჭირო ღმერთი;პირველი-არამდგრადი კანონი,მეორე-არსებული წესრიგის ხამნაცემად შემრიგებლობა და მესამე უსამართლობა-ანუ სახე ქართველი მმართველისა.სამივე შემთხვევაში ერი დაეჯახა სახელმწიფოს,სახელმწიფომ უარი თქვა მორჩილებაზე,შესაბრალისი საზოგადოება კი სწორედ იმ ღმერთის მსახური აღმოჩდნენ,რომლებმაც უარყვეს სიტყვები ნება და უნებურობა.ორმაგი განსაცდელი იქამდე იქცა უსაქმობად ვიდრე ქართველს არ უწოდეს მოღალატე.აქამდე ყველაფერი ხილული და უშრეტი იყო,ამის მერე გახდა ლექი და ნაღველი იმ შრისა რომელსაც ამადეოსიც კი ვერ შეურჩევდა საკადრის ნოტებს.ალბათ რომანტიზმმა დაგვღუპა ჩვენც და ჩვენი სახიერი მირქმაც ოდისეასთან.აქ არ ინატრებდნენ თავისუფლებას აქ ინატრებდნენ ომს,მაგრამ ვაი რომ ერთი და იგივე გახადა ომიც და თავისუფლებაც ამ უსასყიდლო გარიგებაში მონაწილე ყველა პიროვნებამ.ლექსი ასე იწყებოდა და ასე მთავრებოდა მაშინ.
სამყარო და ხილული ასე თაგვის ბუდეა, რომ სიმხდალის ეჟვანი ებას ყველას მალულად, თუ ხველება ივნისში,ისევ გაიგუდეა, მოვა ხვალით აკვანი და დარჩება ფარულად, ეს სამყარო ხედებად დარჩენილი კიბეა, რომ უშვილო ხიდებით, კრწანისი და მენაბდე, თუ ამ სიტყვით მალული ფიქრი გაიყიდეა, მინდა ზღვაში ენთო და მაშინაც რომ ელავდე, ვერ გიშველის აკვანი,შენ ბავშვი ხომ არა ხარ, შენ დიდი ხარ ზნეობით,გულში წვიმის მსახური, გინდა მტერს და მოყვარეს ერთდროულად დაარტყა, მაგრამ გეტყვის კედლები არა ვარო ნახური, ახლა სულ სხვა დრო დადგა ,ახლა ავი ჟამია, ერთაოზის კედლების დაბზარული ფიცარი, თუ გავიდა აგვისტო იმ ხიდებით ძალიან, მე რომ მთებშმი მყავდი და მე რომ აზრად გიცანი, დაღვრილია ცრემლი და ასე იყოს მსახური, რომ უენო აგვისტის ამბავებად იბარებ, სიტყვა ქებით ნახმარი და ცრემლებით ნახური, გესმის ყველა სიტყვა და ეშმაკებად ლიბარე, ახლა იცი სხვა დროა ახლა ერი ბორგავდეს, ახლა მაისს ედემი თუ დაუხვდა იარად, მიდი შენ ამ მაისში ზამთრად გამოიდარე, მე კი შენთვის დავრჩები მოსაწვევად, გვიანად.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. სამყაროს უმნიშვნელოვანესი ფასეულობა მოთმინებაა,თუმცა როცა ძლიერი ტკივილი გაწუხებს შეიძლება ექიმმა დაგეხმაროს,მაგრამ რა საჭიროა საკუთარი თავის გამოცდა იმ საშუალებებით რომელიც წამებში ადნობს შენს სხეულს,ეს ხო კატასტროფაა იმ კატასტროფათა შორის რომლებსაც ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებთ მაგრამ მაინც გვწამს რომ ის არ მოხდება. სამყაროს უმნიშვნელოვანესი ფასეულობა მოთმინებაა,თუმცა როცა ძლიერი ტკივილი გაწუხებს შეიძლება ექიმმა დაგეხმაროს,მაგრამ რა საჭიროა საკუთარი თავის გამოცდა იმ საშუალებებით რომელიც წამებში ადნობს შენს სხეულს,ეს ხო კატასტროფაა იმ კატასტროფათა შორის რომლებსაც ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებთ მაგრამ მაინც გვწამს რომ ის არ მოხდება.
1. ფენტალინი მორფზე ძლიერი ტკივილდამაყუჩებელია. სამყარო საიტერესოდ არის შექმნილი, სიმშვიდე და მოწესრიგებულია, ადამიანი, ადამიანი ანგრევს და არტყამს მტერს და მოყვარეს. ფენტალინი მორფზე ძლიერი ტკივილდამაყუჩებელია. სამყარო საიტერესოდ არის შექმნილი, სიმშვიდე და მოწესრიგებულია, ადამიანი, ადამიანი ანგრევს და არტყამს მტერს და მოყვარეს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|