მარინა ცვეტაევა - ოქროპირ ანას — მთელი რუსეთის
(ანა ახმატოვას)
ოქროპირ ანას — მთელი რუსეთის გამომსყიდველი სიტყვების წარმთქმელს, წაუღე ქარო უსასრულეთის, ჩემი სუნთქვა და ღაღადი სადმე.
გიზგიზა ცაო, უთხარი ტანჯვით გადაშავებულ თვალებზე რამე და შუაგულში ოქროსფერ ყანის, როგორ ვცემ თაყვანს მორჩილად, ამცნე.
ჭექა-ქუხილის საბურუსეთში და სიმაღლეთში ნაპოვნო ისევ, შენ! - უსახელოვ! წაუღე ჩემი სიყვარული და მოკითხვა მყისვე ოქროპირ ანას — მთელი რუსეთის!
23 აგვისტო, 2025 წ.
Марина Цветаева - Златоустой Анне — всея Руси
Златоустой Анне – всея Руси Искупительному глаголу, – Ветер, голос мой донеси И вот этот мой вздох тяжелый.
Расскажи, сгорающий небосклон, Про глаза, что черны от боли, И про тихий земной поклон Посреди золотого поля.
Ты в грозовой выси Обретенный вновь! Ты! – Безымянный! Донеси любовь мою Златоустой Анне – всея Руси!
27 июня 1916
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|