ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
24 აგვისტო, 2025


Арсений Тарковский - Вот и лето прошло

https://www.youtube.com/watch?v=Wv-goOpQ61A&list=RDWv-goOpQ61A&start_radio=1

არსენი ტარკოვსკი - გაქრა ზაფხული  მყისვე

გაქრა ზაფხული  მყისვე,
თითქოს არასდროს მდგარა,
მზის გულზე თბილა ისევ,
მაგრამ სულაც არ კმარა.

ამიხდა ნატვრა სიყრმის,
ხუთთითა ფოთლის დარად
ნებზე დამედო ძვირი,
მაგრამ სულაც არ კმარა.

კარგიც, ბოროტიც მართლა,
ფუჭად არ დაიკარგა,
ყოვლი იწვოდა ნათლად,
მაგრამ სულაც არ კმარა.

ცხოვრებამ მიხსნა ხშირად,
ფრთებს მაფარებდა ფარად,
ფორტუნა მთვლიდა ღირსად,
მაგრამ სულაც არ კმარა.

ფოთლებს ასცილდათ შუშხვა,
რტოებს დატეხვა, კაწვრა,
დღეა კრიალა შუშა,
მაგრამ სულაც არ კმარა.

24 აგვისტო, 2025 წ.

Арсений Тарковский - Вот и лето прошло

Вот и лето прошло,
Словно и не бывало.
На пригреве тепло.
Только этого мало.

Все, что сбыться могло,
Мне, как лист пятипалый,
Прямо в руки легло,
Только этого мало.

Понапрасну ни зло,
Ни добро не пропало,
Все горело светло,
Только этого мало.

Жизнь брала под крыло,
Берегла и спасала,
Мне и вправду везло.
Только этого мало.

Листьев не обожгло,
Веток не обломало...
День промыт, как стекло,
Только этого мало.

1967

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები