არსენი ტარკოვსკი - ექვსზე გაშლილი სუფრა
ექვსზე გაშლილი სუფრა — ბროლის ჭურჭლით და ვარდით... დამეწვევიან სტუმრად მწუხარება და დარდი.
ჩემ გვერდითაა მამა, ღვიძლი ძმაც გვერდით არის, განვლო საათის ჟამმა, დაბოლოს, რეკავს ზარი.
ვით თორმეტი წლის წინათ, ცივია ხელი ნაზი, არამოდურად ბრწყინავს, შრიალებს ლურჯი ხასი.
ბნელიდან ღვინო მღერის, წკრიალებს მინა ძველი: „როგორ გვიყვარდი, ბევრი გასულა უკვე წელი“.
მიღიმის მამა მშვიდი, ძმა ღვინით მივსებს ჭიქას, უბეჭდო მტევანს მიწვდის და სატრფო მეტყვის იქავ:
„ქუსლებმა მტვერი იცხო, გაჭაღარავდა თმები, მიწის ქვევიდან გიხმობს შენიანების ხმები“.
24 აგვისტო, 2025 წ.
Арсений Тарковский - Стол накрыт на шестерых
Стол накрыт на шестерых — Розы да хрусталь… А среди гостей моих — Горе да печаль.
И со мною мой отец, И со мною брат. Час проходит. Наконец У дверей стучат.
Как двенадцать лет назад, Холодна рука, И немодные шумят Синие шелка.
И вино поет из тьмы, И звенит стекло: «Как тебя любили мы, Сколько лет прошло».
Улыбнется мне отец, Брат нальет вина, Даст мне руку без колец, Скажет мне она:
«Каблучки мои в пыли, Выцвела коса, И звучат из-под земли Наши голоса».
1940 г.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. შესანდობარი ყველა მიცვალებულს. შესანდობარი ყველა მიცვალებულს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|