ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2025


შუშეულისა

#ლექსები
ნინო დარბაისელი

შუშეულისა

კაცი კითხულობს არაკს:
- რატოა ნეტა ასე,
ღარიბს რამეს სთხოვ? - არ აქვს,
მაგრამ სიტკბოთი გავსებს.

თუ რამე სთხოვე მდიდარს,
სულ ამაოა გარჯა.
გიშორებს დარბაზიდან,
არც ესმის შენი ტანჯვა.

ბრძენი  პასუხობს: - აბა,
ფანჯრიდან გაიხედე!
რას ხედავ?  - ქალი აბამს
ბატკანს. მზე  ფერავს ქედებს.

გაჭირვებულის ჭირი
სიტყვით  ვინ მოაშუშა?
ფანჯარაც, სარკის პირიც
არის უბრალოდ, შუშა,

განსხვავებაა  მხოლოდ
ფანჯარა - გაგახედებს,
სხვებს ხედავ, ხოლო
სარკე  მისჩერებია კედელს,

დგახარ, შენს თავსვე უკმევ?
შენს თავს შესცქერი ცალკე?
ცოტა ვერცხლი და  - უკვე
ფანჯარა ხდება -  სარკე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები