ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2025


ჩლიქები, რქები და წვერი

@highlight

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ჩლიქები, რქები და წვერი

***

ჩლიქები, რქები და წვერი
სატანას - გგონია -  უჩანს?!
ბოროტის მარადი მცველი
კეთილს ჰგავს, წყნარს, განაყუჩარს.

ეგრე ხომ იმწუთას იცნობ
და უკუიქცევი მისგან!
მამაცნო, რწმენაში მტკიცნო,
ხომ აღარ იკითხავთ ,,ვის ჰგავს?

- სათნოა, უხვია, ტკბილი,
და სათუთს ალერსი უყვარს.
აუდის  - სურნელი თბილი…”
- სული და ზრახვები  -  უყარს!

გაგიქრობს სიცოცხლის ნაგრამს
კვეთებულს თან დასდევს მკვეთი.
ბოროტს ხომ ისედაც, მაგრამ
უფრთხილდი, უფრთხილდი …კეთილს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები