#ლექსები
ნინო დარბაისელი
ფიქრი პიკასოზე (“მე მთელი ცხოვრება მოვანდომე ბავშვურად ხატვის სწავლას”- პიკასო)
სჭირდა თავიდანვე პაბლოს დისლექსია, იყოს მასზე, ვითომც ლოლას - დის ლექსია. დაიწყო პორტრეტით, როგორი რეტია, ბოლოც - დაჯღანული ავტოპორტრეტია. … ფიქრი პიკასოზე ისევ არ მეშვება. როგორ დავიცლები, როგორ გავეცლები საკითხავებს? მათი გულში მიდგას რიგი. ამ ერთით კი გული მწარედ დაისრულა. პასუხს ვეძებ, იქნებ ვპოვო რამე შვება: - დღედაღამ რომ ხატვით გაელია წლები, მიაღწევდა ნეტა იმ სიმაღლეს იგი, რომ დაეწყო იმით, რითაც დაასრულა.
ცნო სამყარომ უმალ -“გენიოსი-ბავშვი”, უხაროდა დედას: - ამისთანა რა ვშვი! გენიოსი - მოკვდა, დარჩა - ბავშვი ოდენ. ბავშვიც როცა მოკვდა, იმ ძველს მისტიროდნენ. მემკვიდრეებს ერგოთ წილი - საომარი, პამოლასთვის იყო მაინც არსაკმარი.
გენიოსში ბავშვი სუფევს მარადისი, თუ გენია კვდება, ბავშვი საბრალისი მარტო წვალობს ისე, ვით წვალობდა პაბლო, შენში - გენიისა თუ ჩაქრება ტაბლო, ვფიქრობ, გიჯობს, თავი აღარ დაიმდაბლო! … თვით მხატვარმა, თურმე, ასე დაიბარა, იგონებენ მცნობნი თავად პიკასოსი: - სჯობს, მოსული ბავშვად, ბავშვად დარჩე მარად; კმარა, თუნდაც ერთხელ იყო გენიოსი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მუხა საყვარელო, კონჩიტას ნამდვილი სახელი “კონცეფცია” იყო. უცნაურად ჟღერს, არა? დაძმებში ყველაზე პატარა იყო და პაბლოს განსაკუთრებით უყვარდა. შვიდი წლისას დიფთერია თუ დიზინტერია დაემართა, (ზუსტად არ მახსოვს) და ვერ გადაარჩინეს. პიკასო მთელი ცხოვრება გამიცდიდა კონჩიტას დაკარგვას, დოლორესი ანუ ლოლა - დღეგრძელი იყო, სამოციანებს მოესწრო ან ორმოცდაათიანების ბოლოს. პიკასოზე ასე, ათი წლით ადრე გარდაიცვალა. მუხა საყვარელო, კონჩიტას ნამდვილი სახელი “კონცეფცია” იყო. უცნაურად ჟღერს, არა? დაძმებში ყველაზე პატარა იყო და პაბლოს განსაკუთრებით უყვარდა. შვიდი წლისას დიფთერია თუ დიზინტერია დაემართა, (ზუსტად არ მახსოვს) და ვერ გადაარჩინეს. პიკასო მთელი ცხოვრება გამიცდიდა კონჩიტას დაკარგვას, დოლორესი ანუ ლოლა - დღეგრძელი იყო, სამოციანებს მოესწრო ან ორმოცდაათიანების ბოლოს. პიკასოზე ასე, ათი წლით ადრე გარდაიცვალა.
3. ლექსი მშვენიერია, . პიკასოს ილუსტრაციებს კი ვიცნობ,მარა, თქვენ ფეისის ილუსტრაციებს, როცა ვნახავ ,მერე შემოვალ ისევ. კონჩიტა ვინაა პორტრეტი მაინტერესებს,
პოლონური კონჩიტას ნამდვილი სურათი კი მაქვს ნანახი . ლექსი მშვენიერია, . პიკასოს ილუსტრაციებს კი ვიცნობ,მარა, თქვენ ფეისის ილუსტრაციებს, როცა ვნახავ ,მერე შემოვალ ისევ. კონჩიტა ვინაა პორტრეტი მაინტერესებს,
პოლონური კონჩიტას ნამდვილი სურათი კი მაქვს ნანახი .
1. მუხა საყვარელო! ამ ლექსს ფეისის ჩემს გვერდზე კარგი ილუსტრაციები ახლავს: 1.პიკასოს პირველად მიჩნეული ავტოპორტრეტი. ბოლო ნამუშევარი - ისიც ავტოპორტრეტი - ზეთი და ფანქარი - გვერდისგვერდ. 2.15 წლის პიკასოს ,, პირველი ზიარება”- ზეთი; 3. დედის პორტრეტი- ზეთი 4 . დების ლოლასა და კონჩიტას პორტრეტები - ორივე ზეთი. მუხა საყვარელო! ამ ლექსს ფეისის ჩემს გვერდზე კარგი ილუსტრაციები ახლავს: 1.პიკასოს პირველად მიჩნეული ავტოპორტრეტი. ბოლო ნამუშევარი - ისიც ავტოპორტრეტი - ზეთი და ფანქარი - გვერდისგვერდ. 2.15 წლის პიკასოს ,, პირველი ზიარება”- ზეთი; 3. დედის პორტრეტი- ზეთი 4 . დების ლოლასა და კონჩიტას პორტრეტები - ორივე ზეთი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|