 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 26 აგვისტო, 2025 |
თეთრი საკიდების ჩვენებიდან, უკვე გადმოსულან ზმანებები, პერანგს მოსწყდა პეტლი გულისპირის მწვანე ტრამალებით შეშლილები.
ახლა ხიდებია აღდგენილი, სხვა გზაც შეისწავლე, შემოვლითა, აღარ დავივიწყო გრძნობა-ველურები, ლექსად დაიღვარა, ვეღარ ვწმინდავ
ისევ მოვიწამლო საბურველით, ჩემო ველისციხის ვენახებო, მტევანს თუ ჩაწურავ საწნახელში, აღარ დაშაქრდება სანაქებო!!
მერე შემოდგომის ქვევრებიდან, მთელი სიყვარული ამოვხაპოთ, ისევ გულს ჩაგიშლი ფურცლებივით, წიგნის ყდა მეძახის-ამორძალო!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძAლიან კარგი, ლამზი ლექსი. ძAლიან კარგი, ლამზი ლექსი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|