ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიბ23
ჟანრი: პოეზია
27 აგვისტო, 2025


  ჩამოტვირთვა

სამოთხიდან განდევნილნი

როცა სამოთხის მოგვიხურე ღმერთო კარიბჭე
და დაუნდობელ  სინამდვილეს მიგვეც პირისპირ,
თავისუფლება ის რაც მაშინ შენ მოგვანიჭე
გამოგდებულებს  ედემიდან  რამედ გვიღირს კი ?

დღესაც კარიბჭემოხურულნი სადღაც გავრბივართ,
უმისამართოდ - შეძრულები ახლის შეცნობით .
ტერფდახეთქილებს ხან მზე გვშანთავს მწყურვალთ-ხან გვცივა
და კვლავ ვერასგზით ახალ ყოფას ვერ შევეწყობით.

კაცობრიობის მომავალი ცოდვების  თრევით
დამძიმებული , ადამს დღესაც უკვნესის სული ,
ამ კაცის  ოფლის წვეთებისგან ნაშობთ და შთენილთ
დღემდე ჩვენც აგვდის მისი ოფლის მომწარო სუნი

ხანდახან მაინც  მინავლებულ ხსოვნას შემოაქვს
სილაღის სიო ჩარჩოებით რომ შემოვხაზეთ,
თუმც ჩვენს ცრემლებსაც იმ პირველი ცრემლის გემო აქვს
გამოძევებულ ევას რომ სდის ჩუმად ლოყაზე .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები