ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
28 აგვისტო, 2025


Анна Ахматова - Буду тихо на погосте…

ანა ახმატოვა - სასაფლაოზე, კვიპარის ძირას

სასაფლაოზე, კვიპარის ძირას,
მშვიდად ვიწვები კუბოში მუხის
და კვირაობით მოირბენ  ხშირად
დედის საფლავთან ძვირფასო, ჯმუხი —

მდინარის გაღმა, თავზევით გორის
და ჩამოგრჩება მოზრდილთა ჯარი,
თვალგამჭრიახო, შენიშნავ შორით,
გეცნობა დედის საფლავის ჯვარი.

ღირსსახსოვარი დღეების რიცხვი
ვიცი ცოტაა, რაც ჩემგან გრჩება:
არც გიალერსე, არც გლანძღე რისხვით
და არ დამყავდი საზიარებლად.

28 აგვისტო, მარიამობა, 2025 წ.


Анна Ахматова - Буду тихо на погосте…

Буду тихо на погосте
Под доской дубовой спать,
Будешь, милый, к маме в гости
В воскресенье прибегать —

Через речку и по горке,
Так что взрослым не догнать,
Издалека, мальчик зоркий,
Будешь крест мой узнавать.

Знаю, милый, можешь мало
Обо мне припоминать:
Не бранила, не ласкала,
Не водила причащать.

1915 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები