ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ-ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
30 აგვისტო, 2025


Анна Ахматова - И комната, в которой я болею…

ანა ახმატოვა - ოთახი, სადაც ცხრო ჩამხვევია...

ოთახი, სადაც ცხრო ჩამხვევია,
ბოლოჯერ მტანჯავს სენი წვალებით,
ჩამოყრდნობია თითქოს ხეივანს
თეთრტანიანი მაღალ ალვების.
უმთავრესია მათში პირველი,
თვითმპყრობელური, გასაკვირველი,
აღტყინდება და ახმაურდება,
როს ჩემი სული ფრენას გაბედავს
მკრთალ სარკმლის მიღმა, მზის შესახვედრად,
შეძლებს მკვდრულ ძილის განადგურებას.

30 აგვისტო, 2025 წ.


Анна Ахматова - И комната, в которой я болею…

И комната, в которой я болею,
В последний раз болею на земле,
Как будто упирается в аллею
Высоких белоствольных тополей.
А этот первый — этот самый главный,
В величии своем самодержавный,
Но как заплещет, возликует он,
Когда, минуя тусклое оконце,
Моя душа взлетит, чтоб встретить солнце,
И смертный уничтожит сон.

Январь 1944. Ташкент

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები