ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იისფერი ოთახი
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2025


ყორნის ეპისტოლე

მეჩხერ ტყის გულში, თოვლიან ღრუბლებს გოდებას ვწირავ,
შენს აჩრდილს ვუმზერ ყვითელ თვალებით,
ტანთ შავი ზამთარი მმოსავს
და ცივ ბუმბულით ვყნოსავ სიჩუმეს.
ვერ გამექცევა ქვეყნად ვერავინ,
ვის ავადევნე შავი აჩრდილი.
ხის კენწეროდან ჩამოვფრინდები,
გადვიფრენ ცხრა მთას, ცხრა სამყაროში,
ამოვიკორტნი შავ გულს, ნაგულარს,
სამას წელს ვიფრენ, სამას ავდრში,
ერთხელაც მოვსპობ შენს სახლში სითბოს
და შენს კარებთან გარდავიცვლები.
დღე ღამეს უდრის, სუნთქვა კი ხვნეშას,
მე კი ზამთრის პირს დაგიცდი მაინც,
მიმწუხრის ბოლოს,
ძვლების გახრამდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები