ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2025


მწარსული

#ლექსები
ნინო დარბაისელი

მწარსული

ცხოვრება - ზღვა არის, თუ გარეთ წყნარია
და ბნელშიც  ელვარებს,
შიგნიდან მღელვარებს, 
ასცქერის მწვერვალებს.

მუდმივი ტალღები,  მოქცევა-მიქცევა,
ახდება ოცნება? -  წარსულად იქცევა.

ზემოთ  - თავაზია, ქვემოთ - ტირანია.
სუსტებს და ტანჭრელებს შეხრავს პირანია.

ვინც გაგბრაზებია, ვინც მოგფერებია, ყველა დაილექა,
ფენა - ფენებია.

ირგვლივ იყურები, ირგვლივ სულ ზღვებია,
ვისაც უხარია, ყველას - უზღვევია.

რამდენი  დამშრალა, ადრე დალეულა,
ფსკერი ჩანს -  ჩონჩხები, კირში არეულა.
და რჩები ბრძენეულად,
გრძნეულად,
ეულად.

“-დიდ ზღვას არ ელევა მოსული - წასული,
დროზე! დაუამე, ჰა, მოასწარ სული!”

ახლა-ღა გებულობ, საბრალო,  მწარ სული -
ნატვრა ახდენილი - გახდება  წარსული!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები