9. ნინო დარბაისელი, როგორი საინტერესო შინაარსის კომენტარები იცი, დაგდევ და ვკითხულობ და ვივსები , ვცნობიერებდები ლიტერატურაში. ნინო დარბაისელი, როგორი საინტერესო შინაარსის კომენტარები იცი, დაგდევ და ვკითხულობ და ვივსები , ვცნობიერებდები ლიტერატურაში.
8. ვანანო საყვარელო! გთხოვთ, ხშირად მესტუმროთ, კომენტარზე პასუხი ჩემთვის წვალება კი არა, უდიდესი ბედნიერებაა. ამას თავისი ახსნა აქვს. ჩემი შრომითი ბიოგრაფია შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ხანგრძლივი პედაგოგიური მუშაობით იწყება, - “პიონერთა სასახლის” ჯერ - ქართული ენის, მერე ქართული ლიტერატურის კაბინეტსა და საბოლოოდ ,,ნორჩ შემოქმედთა სტუდიაში”,ფაცია პაიჭაძის მენტორობით. პრინციპში, საქართველოში ყოფნისას ეს არაოფიციალურად, არც არასდროს შემიწყვეტია. უცხოეთში - ნაკლებად მაქვს საშუალება, წერილებს თუ ვუპასუხებ ან ასეთ კომენტარებს ვირტუალში, სულ ესაა! თავს რაღაცნაირად , ისევ ახალგაზრდად ვგრძნობ, როცა ვინმეს ვუსმენ გულდასმით და რამეს ვუხსნი, თან ქართულად! ვანანო საყვარელო! გთხოვთ, ხშირად მესტუმროთ, კომენტარზე პასუხი ჩემთვის წვალება კი არა, უდიდესი ბედნიერებაა. ამას თავისი ახსნა აქვს. ჩემი შრომითი ბიოგრაფია შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ხანგრძლივი პედაგოგიური მუშაობით იწყება, - “პიონერთა სასახლის” ჯერ - ქართული ენის, მერე ქართული ლიტერატურის კაბინეტსა და საბოლოოდ ,,ნორჩ შემოქმედთა სტუდიაში”,ფაცია პაიჭაძის მენტორობით. პრინციპში, საქართველოში ყოფნისას ეს არაოფიციალურად, არც არასდროს შემიწყვეტია. უცხოეთში - ნაკლებად მაქვს საშუალება, წერილებს თუ ვუპასუხებ ან ასეთ კომენტარებს ვირტუალში, სულ ესაა! თავს რაღაცნაირად , ისევ ახალგაზრდად ვგრძნობ, როცა ვინმეს ვუსმენ გულდასმით და რამეს ვუხსნი, თან ქართულად!
7. არ იყო საჭირო ამდენი წვალება :) მაგალითების მეტი რა გვაქვს, თუნდაც თქვენი პოეზიიდან. :) მადლობა. არ იყო საჭირო ამდენი წვალება :) მაგალითების მეტი რა გვაქვს, თუნდაც თქვენი პოეზიიდან. :) მადლობა.
6. აი, ნიმუშად კიდევ ერთი უსაყვარლესობა გიპოვნეთ, მამუკა სალუქვაძის ლექსი,
მამუკა სალუქვაძე
* * * (მითხარი, მითხარი)
– მითხარი, მითხარი, პატარა ნაკადულო, რატომ ვარ ასე მოწყენილი? - როგორც ყვავილი მოწყვეტილი მე ისე ვხმები, არც იადონის ლამაზი ხმები, არც ვარსკვლავების არ მახარებს მკრთალი ნათება; მითხარი, პატარა ნაკადულო, რა მემართება!
– არისო ერთი საიდუმლო, რაც ყველამ იცის; საიდუმლოში, თურმე, ფარულში, უნდა ეძებო ღიმილიო, ღიმილი – სიხარულში, სიხარული – ბედნიერებაში, ბედნიერება – თავისუფლებაში, თავისუფლება – შენში, შენი თავი – სხვებს შორის, სხვები – მიწაზე, მიწა – ზღვებს შორის, ზღვები – შენს პლანეტაზე, შენი პლანეტა – სხვა პლანეტებში, სხვა პლანეტები – სამყაროში, სამყარო – უსასრულობაში, უსასრულობა – სიმღერაში და უნდა იმღერო; და თუ იმღერებ, აღარ იქნები მოწყენილი, როგორც ყვავილი მოწყვეტილი!
– მითხარი, მითხარი, პატარა ნაკადულო, სულ რომ მღერიხარ, განა ყოველთვის ბედნიერი ხარ?!
აი, ნიმუშად კიდევ ერთი უსაყვარლესობა გიპოვნეთ, მამუკა სალუქვაძის ლექსი,

5. ვანანო საყვარელო, კი დავდე გუშინ ჩემი ერთ-ერთი ცნობილი ლექსი ძველებიდან ,,სუფრის ფოჩები”, იმის საილუსტრაციოდ, რომ არსებობს პირობითი მეორე პირის გამოყენების რიტორიკულ-სტილისტიკური ხერხი, პირველ პირში საუბრისას, მაგრამ ახლა ვიფიქრე, როგორც ძველები იტყოდნენ, შინაურ მღვდელს - შენდობა არა აქვს- მეთქი. უმჯობესია, გენიოსი გალაკტიონი დავიმოწმო, კერძოდ, მისი ლექსი ,,მარმარილო”, რომელიც მთლიანად ამ ხერხის გამოყენებითაა აგებული. (ცნობისათვის - ამ რამდენიმე წლის წინ ჟურნალ “ცისკარში” გამოქვეყნდა ჩემი გამოკვლევა, რომელიც ამ ლექსს შეეხებოდა. აქ ვერ მოვიძიე, ჩვეულებრივ, ვდებ ხოლმე, ქართულ ბევრ საიტს ,, ეფლი “ ამერიკიდან არ ხსნის, უკრაინასთან ომის გამო, მაგრამ დაინტერესებულ პირს მანდედან ადვილად შეუძლია მოძებნოს რაიმე საძიებო სისტემაში
გალაკტიონ ტაბიძე
მარმარილო
აჰყვე კიბეებს - სადაც სფინქსი ქვებს ეფერება, და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნიერება, - ოჰ! რამდენია სიცოცხლეში ასეთი წამი!
სულში გენიით ატეხილი რეკავს ლერწამი, და ვან-დეიკის ლანდებივით მწვანდება ღამე... ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე!
აჰყვე ვარდისფერ საფეხურებს და აჰყვე ისე, რომ შენს წინ სხივზე ლანდად იდგეს ყრმა დიონისე; გრძნობდე, რომ ისევ უკვდავია თქვენი მსგავსება:
ერთნაირ სულში ერთნაირი მზის მოთავსება, ერთგვარი სახე, ერთი ცეცხლი და სითამამე... ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე!
აჰყვე ოცნებით მარმარილოს თლილ საფეხურებს, სადაც ყოველ მხრით პრაქსიტელის თვალი გიყურებს, - ცა სიყვარულის და სიცოცხლის ძვირფასი თასი.
და ყოფნა ასე, მოლანდება ასი ათასი, რომ შენს გვირგვინზე წაშლილია შავი ნაპრალი... ოჰ! რამდენია, რამდენია ამგვარად მთვრალი!
ვანანო საყვარელო, კი დავდე გუშინ ჩემი ერთ-ერთი ცნობილი ლექსი ძველებიდან ,,სუფრის ფოჩები”, იმის საილუსტრაციოდ, რომ არსებობს პირობითი მეორე პირის გამოყენების რიტორიკულ-სტილისტიკური ხერხი, პირველ პირში საუბრისას, მაგრამ ახლა ვიფიქრე, როგორც ძველები იტყოდნენ, შინაურ მღვდელს - შენდობა არა აქვს- მეთქი. უმჯობესია, გენიოსი გალაკტიონი დავიმოწმო, კერძოდ, მისი ლექსი ,,მარმარილო”, რომელიც მთლიანად ამ ხერხის გამოყენებითაა აგებული. (ცნობისათვის - ამ რამდენიმე წლის წინ ჟურნალ “ცისკარში” გამოქვეყნდა ჩემი გამოკვლევა, რომელიც ამ ლექსს შეეხებოდა. აქ ვერ მოვიძიე, ჩვეულებრივ, ვდებ ხოლმე, ქართულ ბევრ საიტს ,, ეფლი “ ამერიკიდან არ ხსნის, უკრაინასთან ომის გამო, მაგრამ დაინტერესებულ პირს მანდედან ადვილად შეუძლია მოძებნოს რაიმე საძიებო სისტემაში
გალაკტიონ ტაბიძე
მარმარილო
აჰყვე კიბეებს - სადაც სფინქსი ქვებს ეფერება, და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნიერება, - ოჰ! რამდენია სიცოცხლეში ასეთი წამი!
სულში გენიით ატეხილი რეკავს ლერწამი, და ვან-დეიკის ლანდებივით მწვანდება ღამე... ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე!
აჰყვე ვარდისფერ საფეხურებს და აჰყვე ისე, რომ შენს წინ სხივზე ლანდად იდგეს ყრმა დიონისე; გრძნობდე, რომ ისევ უკვდავია თქვენი მსგავსება:
ერთნაირ სულში ერთნაირი მზის მოთავსება, ერთგვარი სახე, ერთი ცეცხლი და სითამამე... ოჰ! რამდენია, რამდენია ასეთი რამე!
აჰყვე ოცნებით მარმარილოს თლილ საფეხურებს, სადაც ყოველ მხრით პრაქსიტელის თვალი გიყურებს, - ცა სიყვარულის და სიცოცხლის ძვირფასი თასი.
და ყოფნა ასე, მოლანდება ასი ათასი, რომ შენს გვირგვინზე წაშლილია შავი ნაპრალი... ოჰ! რამდენია, რამდენია ამგვარად მთვრალი!
4. აუ, ვანანო საყვარელო , აქ ვიპოვე ერთი ძველი ლექსი, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანებია, იქნებ ოთხმოციანიც. აღარ მახსოვს ზუსტად.
ბევრჯერ მიმიმართავს ამ ხერხისთვის მანამდეც, მერეც
ნინო დარბაისელი
სუფრის ფოჩები
ბნელი სარდაფის ძველმანებში, აბლაბუდებში... თურმე ამდენხანს სად მელოდა ჩემი ბავშვობა!
აი მაგიდაც, ფიცრეულზე მიყუდებული. ახლა ასეთი მაგიდები ვის ეხსომება, წრიული, შუაფეხიანი...
ამ მაგიდის ქვეშ მქონდა მყუდრო თავშესაფარი და ამ ნიშებში ვაუნჯებდი მძივებს, ნიჟარებს. ისე მდიდარი იმის მერე არცა ვყოფილვარ, არც ისე მშვიდი, რადგან მშვიდი ხარ მხოლოდ მაშინ, როცა შინა ხარ და განძიც იქვე, საიმედოდ შენახულია.
ზემოთ, ნათელში უფროსების არის ნადიმი და ხმიანობენ წელზემოთა სამყაროები. შენ დაბლა ზიხარ შენს მობინდულ სიმარტოვეში, აგიყოლიებს სუფრის ფოჩების რხევა მთენთავი, ცხადად ჩაგესმის ყველა სიტყვა, მაგრამ რადგანაც ვერას გებულობ და წარმოსახვა თეთრ უდაბნოს ვერ ეგუება, თავადვე გავსებს ფეხადგმული სურათ-ხატებით. ასე შედიხართ: შენ - სიზმარში, სიზმარი - შენში. და ხარ ნეტარად, ვიდრე ვინმე მოგისაკლისებს და ჩაძინებულს ცივ საწოლში გადაგაწვენენ.
შეცდომა იყო, ჩემი კბილა ბიჭი-სტუმარი სიმარტოვეში სულგრძელად რომ შევიპატიჟე. ნეტავი მხოლოდ ეს მეკმარა, მაგრამ ვაი, რომ მთელი ჩემი საგანძურიც წინ გავუშალე. როგორ აცელქდა! მარგალიტები დამიბნია, ამახმაურა და ორივენი სამოთხიდან გამოგვაძევეს. იმავე ღამეს, ავსებულმა შურისძიებით, სუფრას ფოჩები მოვაჭერი, მერე შევშინდი და წასულ სტუმარს დავაბრალე და მე დამსაჯეს.
მაშინ ვიგრძენი, რომ შეცდომის დედა არის ძველი შეცდომა, ხოლო შვილები უმრავლდებიან და შენ არ იცი, სად გაექცე, თავს რით უშველო.
ო, არა წლები ანდა უფროსთა სიმკაცრეები, ჩვენ ბავშვობიდან საკუთარი შეცდომები გვერეკებიან.
და ვიღაც ტირის ჩვენს მობინდულ სიმარტოვეში. აუ, ვანანო საყვარელო , აქ ვიპოვე ერთი ძველი ლექსი, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანებია, იქნებ ოთხმოციანიც. აღარ მახსოვს ზუსტად.
ბევრჯერ მიმიმართავს ამ ხერხისთვის მანამდეც, მერეც
ნინო დარბაისელი
სუფრის ფოჩები
ბნელი სარდაფის ძველმანებში, აბლაბუდებში... თურმე ამდენხანს სად მელოდა ჩემი ბავშვობა!
აი მაგიდაც, ფიცრეულზე მიყუდებული. ახლა ასეთი მაგიდები ვის ეხსომება, წრიული, შუაფეხიანი...
ამ მაგიდის ქვეშ მქონდა მყუდრო თავშესაფარი და ამ ნიშებში ვაუნჯებდი მძივებს, ნიჟარებს. ისე მდიდარი იმის მერე არცა ვყოფილვარ, არც ისე მშვიდი, რადგან მშვიდი ხარ მხოლოდ მაშინ, როცა შინა ხარ და განძიც იქვე, საიმედოდ შენახულია.
ზემოთ, ნათელში უფროსების არის ნადიმი და ხმიანობენ წელზემოთა სამყაროები. შენ დაბლა ზიხარ შენს მობინდულ სიმარტოვეში, აგიყოლიებს სუფრის ფოჩების რხევა მთენთავი, ცხადად ჩაგესმის ყველა სიტყვა, მაგრამ რადგანაც ვერას გებულობ და წარმოსახვა თეთრ უდაბნოს ვერ ეგუება, თავადვე გავსებს ფეხადგმული სურათ-ხატებით. ასე შედიხართ: შენ - სიზმარში, სიზმარი - შენში. და ხარ ნეტარად, ვიდრე ვინმე მოგისაკლისებს და ჩაძინებულს ცივ საწოლში გადაგაწვენენ.
შეცდომა იყო, ჩემი კბილა ბიჭი-სტუმარი სიმარტოვეში სულგრძელად რომ შევიპატიჟე. ნეტავი მხოლოდ ეს მეკმარა, მაგრამ ვაი, რომ მთელი ჩემი საგანძურიც წინ გავუშალე. როგორ აცელქდა! მარგალიტები დამიბნია, ამახმაურა და ორივენი სამოთხიდან გამოგვაძევეს. იმავე ღამეს, ავსებულმა შურისძიებით, სუფრას ფოჩები მოვაჭერი, მერე შევშინდი და წასულ სტუმარს დავაბრალე და მე დამსაჯეს.
მაშინ ვიგრძენი, რომ შეცდომის დედა არის ძველი შეცდომა, ხოლო შვილები უმრავლდებიან და შენ არ იცი, სად გაექცე, თავს რით უშველო.
ო, არა წლები ანდა უფროსთა სიმკაცრეები, ჩვენ ბავშვობიდან საკუთარი შეცდომები გვერეკებიან.
და ვიღაც ტირის ჩვენს მობინდულ სიმარტოვეში.
3. მადლობა, ვანანო, სტუმრობისათვის, საინტერესო კომენტარისთვის. რაც შეეხება პირის ცვლას, ეს შეცდომა არაა, სტილისტიკის ამბავია, მე სხვა ლექსებშიც ვიყენებ. ანუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა. ეოცა მოვიცლი, იქნებ ვიპოვო და დავდო სხვა ნიმუშიცრ მადლობა, ვანანო, სტუმრობისათვის, საინტერესო კომენტარისთვის. რაც შეეხება პირის ცვლას, ეს შეცდომა არაა, სტილისტიკის ამბავია, მე სხვა ლექსებშიც ვიყენებ. ანუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა. ეოცა მოვიცლი, იქნებ ვიპოვო და დავდო სხვა ნიმუშიცრ
2. შუა სტროფი მესამე პირში დაიწყეთ და შუა ნაწილი პირველ პირშია, ბოლოში ისევ ბრუნდება :) "როცა ნამდვილად უჭირს"-აჯობებდა და მთლიანად სტროფის შინაარს რომ გადახედოთ. მადლობა :) "ბალიშს ცრემლებით ალტობს"-და სხვ. შუა სტროფი მესამე პირში დაიწყეთ და შუა ნაწილი პირველ პირშია, ბოლოში ისევ ბრუნდება :) "როცა ნამდვილად უჭირს"-აჯობებდა და მთლიანად სტროფის შინაარს რომ გადახედოთ. მადლობა :) "ბალიშს ცრემლებით ალტობს"-და სხვ.
1. მოვა, მოვა უკეთესი ცხოვრება მოვა. ღმერთმა იმედი არ მოგვიშალოს. მოვა, მოვა უკეთესი ცხოვრება მოვა. ღმერთმა იმედი არ მოგვიშალოს.
|