სახლს დავარქმევდი კატის სახელს, სახლს, სადაც სძინავთ, რადგან კატაა სახლიც მაშინ და სიმყუდროვეც. როცა დღეები ილევიან და შუქი ქვრება, (ჰო, შუქიც მიდის, ღმერთმა უწყის რატომ და საით…), მე მეფიქრება ამ კალამზე, რითიც ახლა ვწერ, ქუჩაში ნაპოვნ, მიტოვებულ კალამზე ფიქრით კვლავ ჩაიწვება თეთრი ფერის სანთელი რიდით და მეც ვიწვები… ოღონდ ხელები სად არიან, შენი ხელები, სადაც მე უნდა ჩავმდნარიყავი? კალმის პატრონი სად არის ახლა? როცა თვით ღამეს სძინავს მაშინ… და როცა სძინავთ იღვიძებენ შავი კატები, და ღვიძავთ სანამ შენ სთვლემ ოცნებით, და ასე წყნარად, ასე ჩუმად გითვლიან სუნთქვას, ძალზე მოთმენით… ნეტავ თუ სძინავს კალმის პატრონს, რომლითაც ვიწვი? შენ თუ იხრჩობი ნეტავ ახლა ძილის მორევში? და სახლი, სადაც სძინავს ყველას, გარდა კატების, იღუპებიან ბოლოს, როცა სუნთქვა არ ჰყოფნით. მე დავარქმევდი კატის სახელს, სახლს, სადაც სძინავთ, რადგან კატები იქნებიან მათი მფლობელნი. და კატა არის ეს ქვეყანა, რომელსაც სძინავს, და კატად იქცა “ამა ჟამის” დიდი უღელი. და ახლა, როცა ჩაიფერფლა თეთრი ნათელი, შენ გაიღვიძე, მინდა, ხელებში ჩაგეღვარო, როგორც სანთელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. გმადლობთ, ჯი-კო! )) გმადლობთ, ჯი-კო! ))
5. მედიტაციური განწყობილება, საინტერესო ემოციები <3 მედიტაციური განწყობილება, საინტერესო ემოციები <3
4. იქიდან გამომდინარე, რომ ძირეული ფორმაა ჩაქრობა, ქრობა, მაშინ სწორი იქნება თუ ვიტყვით “ქრება”. ძირეული ფორმა უნდა იყოს შენარჩუნებული, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სიტყვის სემანტიკა ხდება ბუნდოვანი. არ დავკვირვებივარ… მადლობა შენიშვნისთვის! იქიდან გამომდინარე, რომ ძირეული ფორმაა ჩაქრობა, ქრობა, მაშინ სწორი იქნება თუ ვიტყვით “ქრება”. ძირეული ფორმა უნდა იყოს შენარჩუნებული, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სიტყვის სემანტიკა ხდება ბუნდოვანი. არ დავკვირვებივარ… მადლობა შენიშვნისთვის!
3. შუქი ქვრება თუ ქრება? შუქი ქვრება თუ ქრება?
2. რას გულისხმობთ? ) რას გულისხმობთ? )
1. არ მჯრა, არ მჯერა... არ მჯრა, არ მჯერა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|