 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 18 სექტემბერი, 2025 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი მაწონი (ვ. ჩუთლაშვილს)
ბოლოს რომ ვნახე დედაჩემი, ბოლოს რომ დავრჩი ჩვენს ძველ სახლში, ძველით ახალ წელს ქვეშაგები რომ გამიშალა, ზემოდან პლედიც რომ დამახურა და ძველებურად თავ-ფეხ-კისერთან- გულმოდგინედ ამომიკეცა, აქა ცივაო, გამეცინა: - რა არი, დედი, შესადედებლად სითბოში დადგმულ შენს მაწვნის ქილას რომ დამამგვანე!
ჩათბუნებულმა იმის დამჭკნარ ხელებს დავსუნე. საპნის ახალი სუნი მეცა, სულ აღარ მეცნო. სად გაქრა ნეტა მშობლიური, ოდნავ მომჟავო, რძენაწველი, კარაქმდღვებელი, ყველამომყვანი ხელების სუნი, ლურჯმუშბიან მაგიდაზე რომ დაგვიდგამდა ყოველ ცისმარე გამჭვირვალე ლიტრიანით ახალ მაწონს და მათლაფებსაც მოაყოლებდა, პური ჩაიფშვნან ან პურის ყუა შიგ ჩააწონო.
მერე ერთ დღესაც, მეც რძესავით როცა ავდუღდი და გადმოვედი წამით მზარააცილებული, დედას შევხედე და გამეფიქრა, მთლად დალეულა, თმაც როგორ უმაწვნისფერდება, რად იფერდება!
მერე ამ ფიქრსაც მივეჩვიე, იმასაც, ჯერ რომ გაისტუმრა იმქვეყნად ყველა და ბოლოს თვითონ ფეხაკრეფით გაიპარა, როგორც სჩვეოდა ძროხის პატრონს, ემანდ ბალღები გათენებამდე არ დაღვიძდნენო.
დავღვიძდით, დედი, უშენობა რას შევაწონო, ან შენ - მაწონო, სნეული დედის შემხედვარეს შენი მოკითხვა ვერც გამებედა, ნეტა ეს დარდი შეუფუთავად რამ შეადედა, მიწისას გეტყვი, ცისა მითხარი, ხმა გამე, დედა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა ჯონათან. ფეისზე თუ შემოიხედავთ, ნახავთ, ეს ლექსი როგორ და რატომ დაიწერა. აქ ფოტოების გადმოტანა ვერ ვისწავლე. ჩემმა ფეისმეგობარმა ვალერი ჩუთლაშვილმა კომენტარში დამიწერა, დედა გარდაგვეცვალა და მაწონს რომ დაგვიდგამდა დილით, თურმე რამხელა ამბავი ყოფილა და ვერ ვხვდებოდითო. განვიცადე და წარმოვიდგინე, როგორ იქნებოდა ეს ყველაფერი. ასეთ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ რაიმე “ყალბი ნოტი აიღო”, როგორც მომღერლები იტყოდნენ და ყველაფერი გააფუჭო. გადავრჩი! მიხარია, რომ ვალერის მოეწონა ლექსი. აგერ, თქვენც მოგეწონათ, ვანანოსაც, მუხასაც, ავტორის გულს ამაზე ნეტად რა ეამება! იხარეთ მრავალჟამიერ!
მადლობა ჯონათან. ფეისზე თუ შემოიხედავთ, ნახავთ, ეს ლექსი როგორ და რატომ დაიწერა. აქ ფოტოების გადმოტანა ვერ ვისწავლე. ჩემმა ფეისმეგობარმა ვალერი ჩუთლაშვილმა კომენტარში დამიწერა, დედა გარდაგვეცვალა და მაწონს რომ დაგვიდგამდა დილით, თურმე რამხელა ამბავი ყოფილა და ვერ ვხვდებოდითო. განვიცადე და წარმოვიდგინე, როგორ იქნებოდა ეს ყველაფერი. ასეთ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ რაიმე “ყალბი ნოტი აიღო”, როგორც მომღერლები იტყოდნენ და ყველაფერი გააფუჭო. გადავრჩი! მიხარია, რომ ვალერის მოეწონა ლექსი. აგერ, თქვენც მოგეწონათ, ვანანოსაც, მუხასაც, ავტორის გულს ამაზე ნეტად რა ეამება! იხარეთ მრავალჟამიერ!
3. როგორი სახე-სიმბოლო შეგიქმნიათ მაწონის გამოყენებით....
როგორი სახე-სიმბოლო შეგიქმნიათ მაწონის გამოყენებით....
2. დამბურძგლა. დამბურძგლა.
1. ამეტირა :( ძალიან მომეწონა!!
ჩემი ჭიკჭიკის ამბავი მინდა ვიკითო, როგორაა, ხომ არ შეიბუმბლა, გალობა ხომ არ დაუწყია?!! ამეტირა :( ძალიან მომეწონა!!
ჩემი ჭიკჭიკის ამბავი მინდა ვიკითო, როგორაა, ხომ არ შეიბუმბლა, გალობა ხომ არ დაუწყია?!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|