 | ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია 17 სექტემბერი, 2025 |
თავის ტკივილს ლექსით ვწამლობ, მყოფნის სტროფი ექვსი. უძილობით თუკი ვწვალობ, თვალებს ვხუჭავ ლექსით.
შფოთს, მოწოლილ წუხილს, ურვას - გულს რომ აწევს დარდად, სხვა ვერაფრით ვერ განკურნავ პოეზიის გარდა.
მაღალსა და დაბალ წნევას, ნაკბენს ფუტკრის, გველის, წამალი რომ ვერ ერევა, ისევ ლექსი შველის.
გაშეშებულ წელს და კისერს, ტრიოლეტით ვიზელ. რობაიებს ვისვამ მყისვე გაციებულ ცხვირზე.
ცუდ გუნებას შაირებით ვიკეთებ და ვრჩები. მაქვს, თან, ნაირ-ნაირები, სხვისიცა და ჩემიც.
არ უხდება არაფერი ისე ხელის კანკალს, როგორც ხელზე დასაფენი აზიური ტანკა.
ხველას ბალადები შველის, ჰაიკუ კი დაღლას. კაფია სიტყვა-უშვერი სიცხეს მიწევს დაბლა.
ოდნავადაც მომატებულ არითმიის დონეს, ასორმოცდათოთხმეტივეს მივაშველებ სონეტს.
ლექსით ვცოცხლობ, ცუდად მყოფი ლექსით კარგად ვხდები. მაგრამ ბოლომდე სამყოფი თუ ვერა ვთქვი - ვკვდები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მომეწონა .ნიჭიერო პოეტო! აფთიაქიც შენა ყოფილხარ და ფარმაცევტი მკურნალიც. წარმატებები.
მომეწონა .ნიჭიერო პოეტო! აფთიაქიც შენა ყოფილხარ და ფარმაცევტი მკურნალიც. წარმატებები.
3. თამუნა, ვანანო, გმადლობთ! ❤ თამუნა, ვანანო, გმადლობთ! ❤
2. ლამაზი, მსუბუქი და სადა :) 5ქ ლამაზი, მსუბუქი და სადა :) 5ქ
1. ეს ლექსი ნათლად გამოხატავს ავტორის ნიჭიერებას და პოეზიის ძალას!
ეს ლექსი ნათლად გამოხატავს ავტორის ნიჭიერებას და პოეზიის ძალას!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|