 | ავტორი: ლურსმანი ჟანრი: პოეზია 21 სექტემბერი, 2025 |
როცა თენდები,გამოფხიზლდები სინამდვილეში, იტყვი,სიზმრებში მოშრიალე ხეებს რომ ხედავ, რომ მკვდარი ტოტიც იცოცხლებს და არაა ლეში, რომ ტყეს დაარქმევ მარადიულ სიცოცხლის მხედარს. რასაც დიდი ხნით,მოთმინებით,რწმენით ელოდე, გეტყვიან,იყო წარმოსახვა,მოლანდებები, მაინც მიდიხარ გვირილებით სავსე მდელომდე, უფერულობას ამჯერადაც არსად ნებდები. შენი თვალების ცრემლიანი,მწვანე ელფერი ელოდებიან გამოდარებას ან მოსვლას ნისლის, შენი თვალები,ტყის იდუმალი,ჩუმი ელფები, არ ჩერდებიან,სურვილები აქვთ ზეცამდე მისვლის. როგორც ვივსებით მომენტებით,ისე გავქრებით, ვიცით რა არის მარტოობის პირველი მტერი, ვხატავთ მომავალს გაუთლელი,ფერად ფანქრებით და სხვის გათლილი ამბებისგან გვეყრება მტვერი. ისევ ვიკითხავთ,სად მიცურავენ წლები ნავებით, როდის დააწვიმს იმედების გადამხმარ მინდორს, ჭკუაშეშლილ და უმოქმედო დროში გავებით, ჩვენივე თავი მომავლისთვის არასდროს გვინდობს. იცი,სიტყვები მიუყვებიან ყველა მდინარეს, მზის სინათლეზე მოგიყვებიან ტალღები, რომ ხვალ არ გნებდებიან ამ ყოფნაში ფხიზელს,მძინარეს, მომღიმარი და, დაუღლელი თვალებით მოხვალ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგია მომეწონა, გამიხარდა აქ რო გხედავ.
კარგია მომეწონა, გამიხარდა აქ რო გხედავ.
1. ლექსი,სადაც სიზმარი და სინამდვილე ერთ სუნთქვად იქცა! +5 ლექსი,სადაც სიზმარი და სინამდვილე ერთ სუნთქვად იქცა! +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|