ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიბ23
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2025


  ჩამოტვირთვა

ყალბი ,, არასდროს"


უკვე ზუსტად ვიცი რომ , ყველაფერი მთავრდება,
სიყვარულიც იქ ქრება, სადაც სულ არ მოელი.
ჯანდაბამდეც წასულა თქვენი ,, არ დამთავრდება"
ჯანდაბამდეც წასულა ცრუ პირობა ყოველი.
მირჩევნია დავძლიო შინაგანი ომები
და ვებრძოლო ჩემს ტკივილს უპირობოდ მხოლოდ მე,
ვიდრე მკვებონ ტყუილით- რასაც ვერ ვეომები,
ვიდრე მომკლას სიცრუემ - ანდა ყალბმა ,,ბოლომდე"
ახლა უკვე ვიცი რომ , არაფერიც არ რჩება
ყველას თავის სახელი დაერქმევა - გავა დრო.
ეშმაკსაც წაუღია თქვენი,, გრძნობა დარჩება"
ჯანდაბამდეც წასულა თქვენი ყალბი ,,არასდროს"!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები