ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: იუმორისტული
30 სექტემბერი, 2025


განწირულის მაჯამა


ვუძღვნი უილიამ უოლასის ხსოვნას :)

სასახლეში ქალი შემომეფეთა,
მითხრა: სამყოფელში შემო, მეფეთა.
ვკითხე: ხომ არ დაგიკარგავთ, მემ, გონი?!
ზედმეტებში გადადიხართ  მე მგონი!

მიპასუხა: დედოფალი გახლავართ!
მე და მეფე ნაჩხუბრები ახლა ვართ,
ამიტომ მჭირდება მე, სერ, ნუგეში,
ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ, ნუ გეში-

ნიათ! საიდუმლოს თუ არ გაამხელთ,
თუ გამითბობთ გაყინულ გულს და ამ ხელთ.
დიდ ჯილდოს მიიღებთ დედოფლისაგან!
...
შემეშინდა, დავსველდი ოფლისაგან,

ვკანკალებ, ჩამესმის ყურში თან ხმები:
ბიჭო, შენს სინდისს თუ დაეთანხმები
ანუ დედოფალს არ დაეთანხმები -
ჩათვალე სარზე ჰკიდიხარ, თან ხმები!

სხვა რა მექნა, განვაცხადე თანხმობა,
არ მინდოდა სარზე ყოფნა, თან ხმობა,
მაგრამ დავრჩი მეფისაგან უთავო,
ეჰ ცხოვრებავ, ფლიდო, სულთამხუთავო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები