 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 1 ოქტომბერი, 2025 |
#თარგმანები
მარინა ცვეტაევა ო, თვალებზე ***
ო, თვალებზე - ცრემლი მედინება - ბრაზითა და ტრფობით ღვიარება. ამ ცრემლებში კი - ჩეხეთი ჩნდება, ესპანეთი - სისხლში იარება. ო, მთა იგი, ასე შავი როა, დააბნელებს მთელს სამყაროს ამ ჩვენს. და მე ვამბობ, დროა - დროა - დროა, რომ ბილეთი დავუბრუნო გამჩენს. მე უარვყოფ არსებობას ამგვარს, არაკაცთა საგიჟეთში - არ მსურს, უარს ვამბობ, ეს სიცოცხლეს არ ჰგავს, რომ მგლებივით მოედანზე გასულს მეც სხვებივით მსურდეს აყმუვლება. სივრცეებში ზვიგენების კვალად აღმა - ცურვაც მე არ მომინდება, და არც დაღმა - ზურგთა დევნა კმარა! არ მჭირდება მე ხვრელები ყურთა, არც მისნობა, თვალმა იუარა. შენს სამყაროს - მე - გადარეულთა ერთადერთი სიტყვით ვეტყვი - არა!
15 марта – 11 мая 1939 (თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Марина Цветаева - О слезы на глазах...
О слезы на глазах! Плач гнева и любви! О Чехия в слезах! Испания в крови! О черная гора, Затмившая – весь свет! Пора – пора – пора Творцу вернуть билет. Отказываюсь – быть. В Бедламе нелюдей Отказываюсь – жить. С волками площадей Отказываюсь – выть. С акулами равнин Отказываюсь плыть – Вниз – по теченью спин. Не надо мне ни дыр Ушных, ни вещих глаз. На твой безумный мир Ответ один – отказ.
15 марта – 11 мая 1939
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ნინო ძვირფასო, თქვენი შედევრები კი არა, რიგითი ერთ სტროფიანი ლექსის ან სხვა ნაწარმოებების წაკითხვა არის ჩემთვივის სიამოვნება, ვივსები ემოციით, განცდით და პოზიტიურად, ღმერთმა ნუ მოგიშალოს, ვკითულობ, ვკითხულობ და წავიკითხ... ნინო ძვირფასო, თქვენი შედევრები კი არა, რიგითი ერთ სტროფიანი ლექსის ან სხვა ნაწარმოებების წაკითხვა არის ჩემთვივის სიამოვნება, ვივსები ემოციით, განცდით და პოზიტიურად, ღმერთმა ნუ მოგიშალოს, ვკითულობ, ვკითხულობ და წავიკითხ...
3. მუხა საყვარელო! შედევრი მაქვს თარგმნილი ახლიდან მარინა ცვეტაევასი. დროითი ლიმიტის გასვლას ველოდები სულმოუთქმელად, ნინო დარბაისელზე დავდებ, გეხვეწები, ყურადღებით იყავი! მუხა საყვარელო! შედევრი მაქვს თარგმნილი ახლიდან მარინა ცვეტაევასი. დროითი ლიმიტის გასვლას ველოდები სულმოუთქმელად, ნინო დარბაისელზე დავდებ, გეხვეწები, ყურადღებით იყავი!
2. მუხა საყვარელო! ჩემი მთარგმნელობითი ტექნიკის ერთ საიდუმლოს გაგიმხელ. როტმი რომ დავაყენო, ჯერ მუდამ იმ სტრიქონს ან სტროფს ვთარგმნი, რომელიც ყველაზე ვრცელი გამოვა თარგმანში, რომ ცხვირი არ მოვიტეხო, შუა მთარგმნელობაში რომ მივადგები. აქ ყველაზე ვრცელმა სტრიქონმა ეს ზომა მოითხოვა მუხა საყვარელო! ჩემი მთარგმნელობითი ტექნიკის ერთ საიდუმლოს გაგიმხელ. როტმი რომ დავაყენო, ჯერ მუდამ იმ სტრიქონს ან სტროფს ვთარგმნი, რომელიც ყველაზე ვრცელი გამოვა თარგმანში, რომ ცხვირი არ მოვიტეხო, შუა მთარგმნელობაში რომ მივადგები. აქ ყველაზე ვრცელმა სტრიქონმა ეს ზომა მოითხოვა
1. თვალზე ცრემლი მედინება ბრაზითა და ტრფობით! თარგმნა კარგად გამოგდის და ეგება, ცოტა ვიწრო ლექსად რომ იყოს? თვალზე ცრემლი მედინება ბრაზითა და ტრფობით! თარგმნა კარგად გამოგდის და ეგება, ცოტა ვიწრო ლექსად რომ იყოს?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|