 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 2 ოქტომბერი, 2025 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ბედაური
(“ბედაურები დაიხოცნენ, ვირებს დარჩათ მოედანი” - ანიკოს საგანძურიდან)
ვინც არ იცის ბრიყვის ცნობა, ნუ ჰგონია მას ადვილი, სოლომონიც დაემცრობა. თუა ცხენის ფასად ვირი.
ო, ლოგიკა გიჟური და ბრიყვის დამაჯერებლობა! - მოდის თითქოს ნაჟურიდან. შიგ ბრძენიც კი ჩაეფლობა.
გულწრფელობაც ახლავს დიდი, სულ სიმართლე გეგონება, კარგად თუ არ დაუკვირდი, თუ არ გიჭრის ეგ გონება.
ჭკვიანს? - რაღა დარჩენია, ირგვლივ ბრიყვი კი - ბევრია, თუ ცოლ-შვილიც სარჩენია, რა დროსია იბერია!
ბრიყვი - მუდამ ბრიყვს იზიდავს, უყვართ ბრიყვებს გუნდ-გუნდობა. ბრძენს კი თავი გაუხიდავს შუა, როგორ მიენდობა…
შუა ლაფში გადაბრუნდა, ვინ გაათრევს ნეტა ურემს. ვირსაც დაპურება უნდა, როგორც ადრე - ბედაურებს!
არჩევანი - არადანი: - მარქაფად - ახალი სია, ვირებს დარჩათ მოედანი, ხარობენ და ხალისია!
მიდი, გასწი გარმონია, შენ დაუკა, მე - დავუვლი! ვირი - ყველას სხვა გვგონია, ხოლო თავი - ბედაური!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ვირი - ყველას სხვა გვგონია, ხოლო თავი - ბედაური! მაი მჭირს მეც..
ვირი - ყველას სხვა გვგონია, ხოლო თავი - ბედაური! მაი მჭირს მეც..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|