ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2025


ტვინი

სიკვდილს ეახელი ლამაზ ზმნანით,
რატომ  მკვდრების მაღლა არ ამარტობ.
ნუთუ სიკვდილში ხარ ლამაზმანი,
გეტყვი; არაერთხელ... არამარტო....
სეტყვით ეჯახები ბარიკადებს,
წამი, რომ გაგექცა, ამ აზრს ნანობ.
ვიცი ჩემს სიყვარულს არ იკადრებ,
წვიმით მოყვანილო ლამაზმანო!
ერთხელ თავო ჩემო, იქნებ მეცნოთ,
გულში გაყვავილდეს იქნებ ოდა.
მკვდარიც გყვარებოდი, ერთხელ მეც რომ,
ნეტა რა შეგრძნება იქნებოდა.
პოეტს, სიკვდილისთვის არ ამზადებს...
ბედი, " კალამს თითი შემოცმია. "
ასეთ ჯიბგირებს და არამზადებს
მუდამ გვღალატობდა ემოცია.
ასეთ ლოთებსა და ქარაფშუტებს,
ფრთები გარდაგვქმიან მეძავებად.
ციდან გადმოგდებულ პარაშუტებს,
ვაკუუმივით ეძალება...
ჩვენი ცარიელი მუცლები და
წერა თავს გვესხმება წყევლასავით.
სამყაროსავით უცვლელი ვარ,
ჩემს თავს შეცვლას აწი ვერ ვასწავლი.
ზურგი დედამიწას მივუშვიროთ...
გავყვეთ სიშორეზე, პონებს მზიანს.
თავო, ფიქრი ნებას მიუშვი რომ,
ტვინი დაგვიკბინოს პოეზიამ!
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2021 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები