ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2025


პატიება

ეპისტოლეებს რისთვის გწერდი,
რატომ ვითხრიდი ღამით თვალებს,
საღვთო სიბრძნეს თუ ეფრემ-ვერდი
და მისნობები ანაცვალე?!

სამჯერ დამემსხვრა ზღვაში გემი,
სამჯერ გამჯოხეს, დამამონეს,
შენ კი სხვა ღმერთს ეარშიყები,
სხვა ანგელოზებს, სხვა მამონებს.

ვიმსახურებდი ოვაციებს -
ვყოფდი შუაზე პელაგონებს.
მთელი სამყარო მოვაქციე -
შენ ვერაფერი შეგაგონე!

ასი მოკეთე შეგიძინე,
ჩამოგაცილე ასი მტერი.
მე ვიღვიძე, რომ შენ გეძინა,
მაგრამ ამაოდ - ყველაფერი!

და რომ გეგონა მტრად გაჩენილს
ძმრად დაგადენდი ამარტიებს*,
გამოგიტანე განაჩენი -
ჯვარზე გაკრულმა გაპატიე!


*ამარტია - ცოდვა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები