ნინო დარბაისელი
დებორა - ფუტკარი
დავდივარ ტყეებში მე ზამთარ-ზაფხული, სიარულს რა სჯობს, ხეებზე ჰკიდია თაფლით ავსებული ფიჭები ბევრგან, ვფრთხილობ, არ ვაბრაზებ მე ფუტკარს რომ იცავს ამ სადარაჯოს, თუ არ გააბრაზებ, არაფერს გერჩისო, ვინ ჩამინერგა!
ველური ფუტკარი ზამთრის გასაძლებად აგროვებს სარჩოს, ალბათ შინაურიც თავისთვის ირჯება, ველ-მინდვრად მფრენი, დიდია ზამთარი, რომ გადაგლესილი ფიჭაში ჩარჩეს, კაცისთვის შრომობსო, რას აღარ ვუგონებთ ჩვენ - მეზღაპრენი.
ნესტარი თუ ვინმეს ჩაარჭო, თვითონაც მაშინვე კვდება, ზედვე დავიკალი, მე ვფიქრობ, კბენა ვერ მოასწრო თითქმის, მოუწევს ფოთლებში ჩახმობა, ხავსიან მიწაზე გდება. ბიბლიის ენაზე მშრომელი ფუტკარი - დებორად ითქმის.
დებორავ, პოეტო, წინასწარმეტყველო, უშიშო ქალო, ქანაანს ბარაკი - შემკრთალი კაცი წაიყვანე ძალით, მტერიც დაამარცხე და ახლა უფლის სადიდებელს გალობ, ხმა მწვდება, ვერ მხედავ? - აქა ვარ - მერმისში, მე - შენი ცალი.
შენა ხარ ფერადი, მე - შენი ერთფერი ჩრდილი, შენ - ჩემო სიზმარო, რა ცხადად ამიხდი, როს დაჯდა ბუქი! შენს ნათელს მივეწვი, უსულოდ ვაგდივარ შენს ახლოს ჩრჩილი. ვცოცხლდები, იმწამსვე, როგორც კი გეცემა ღვთიური შუქი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მადლობა მუხა, ჯონათან. რიტმი ამ ლექსისათვის ასე ვთქვათ, ფიქციური დაქტილური ჰეგზამეტრია, ანტიკური საზომი, რომელიც “ილიადასა” და “ოდისეაში”გვაქვს.
ფიქციურია იმიტომ, რომ მისი რეალური გადმოტანა არაფრით გამოვა. იმიტირება - აგერაა “კლასიკური”, სასწავლო ტაეპი - ,, ქალწულო უმღერე რისხვას აქილევსის, პელევსის ძისა,) ფინალისკენ განგებ დავარღვიე წყობა , გამახსენდა რა ძველ ოსტატთა გამოცდილება, ჩუქურთმის გამოკვეთისას სიმეტრიაში რაიმე ასიმეტროულ დეტალს რომ ტოვებდნენ, რათა ამ გზით უკეთ წარმოეჩინათ სიმეტრიულობა.
მადლობა მუხა, ჯონათან. რიტმი ამ ლექსისათვის ასე ვთქვათ, ფიქციური დაქტილური ჰეგზამეტრია, ანტიკური საზომი, რომელიც “ილიადასა” და “ოდისეაში”გვაქვს.
ფიქციურია იმიტომ, რომ მისი რეალური გადმოტანა არაფრით გამოვა. იმიტირება - აგერაა “კლასიკური”, სასწავლო ტაეპი - ,, ქალწულო უმღერე რისხვას აქილევსის, პელევსის ძისა,) ფინალისკენ განგებ დავარღვიე წყობა , გამახსენდა რა ძველ ოსტატთა გამოცდილება, ჩუქურთმის გამოკვეთისას სიმეტრიაში რაიმე ასიმეტროულ დეტალს რომ ტოვებდნენ, რათა ამ გზით უკეთ წარმოეჩინათ სიმეტრიულობა.
2.
მართლა ფუტკარი ხართ თქვენ- დაუღლელი, სულ ქმნით, თან სულ ძვირფას პროდუქტს და ნესტარიც არ გაქვთ უქმად :)
მართლა ფუტკარი ხართ თქვენ- დაუღლელი, სულ ქმნით, თან სულ ძვირფას პროდუქტს და ნესტარიც არ გაქვთ უქმად :)
1. ამ ლექსის ლექციას სიამოვნებით მოვისმენდი. ამ ლექსის ლექციას სიამოვნებით მოვისმენდი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|