ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
18 ნოემბერი, 2025


Марина Цветаева - Гимназистка

მარინა ცვეტაევა - გიმნაზისტკა

ვერ დავიძინებ ამაღამ, ბინა
იჟრიამულებს მაისის ჩქამით;
ჩუმად ჩავიცვი მაღალი წინდა
და მივსრიალდი სარკმელთან წამში.

ვარ მეამბოხე,  სისხლში ქარიშხლით,
მე ვცნობ მარტოდენ სიცივეს, ვნებას,
ბურჟეს მკითხველი ჩემსას არ ვიშლი:
უსიყვარულად არ არის შვება!

„ის“ უკრავს ჰანგებს ლისტის და გრიგის,
გარიყეს, როცა გახდა თორმეტის
და ნაკითხია ვითარცა წიგნი,
ამასთანავე არის პოეტი.

ერთი მგზნებარე მზერაც კი კმარა,
მის წინ  მუხლებზე დავეცე თუნდაც!
თუმცაღა მშობლებს განმსჯელებს მკაცრად,
ბედნიერება ჩვენი არ უნდათ...

--------
პოლ ბურჟე (1852 – 1935 ) – ფრანგი პოეტი, რომანისტი და კრიტიკოსი. იგი ცნობილია სიყვარულსა და ვნებაზე დაწერილი ფსიქოლოგიური რომანებით, რომლებიც პოპულარობით სარგებლობდნენ იმ ეპოქის რუს ახალგაზრდებში.


Марина Цветаева -  Гимназистка

Я сегодня всю ночь не усну
От волшебного майского гула!
Я тихонько чулки натянула
И скользнула к окну.

Я — мятежница с вихрем в крови,
Признаю только холод и страсть я.
Я читала Бурже: нету счастья
Вне любви!

«Он» отвержен с двенадцати лет,
Только Листа играет и Грига,
Он умён и начитан, как книга,
И поэт!

За один его пламенный взгляд
На колени готова упасть я!
Но родители нашего счастья
Не хотят…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები