ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2025


...

შენც შეგეძლოს ნეტავი ჩემებრ ფიქრის გამხელა,
ნეტავ ეგრე ჩუმი და... და უსიტყვო არ იყო...
გვექნებოდა ძვირფასო სიყვარული რამხელა
სიყვარული ცისქვეშეთს და ცასაც  რომ დაიპყრობს.
ნეტავ მართლა გესმოდეს ჩემს მზერაში რა ხდება,
შენს იქით რომ გზა არ მაქვს ნეტავ, ნეტავ ხვდებოდე,
შეამჩნიე ძვირფასო რომ მექეცი ხატებად,
რომ ყოველ წუთს, ყოველ წამს მინდა შენს სულს ვწვდებოდე.
შეამჩნიე ნაბიჯი მუდამ შენსკენ რომ ილტვის
და ჯიუტი მიზანიც, არაფრით რომ ნებდება,
ერთადერთხელ ძვირფასო, სულ, სულ ერთხელ მიმიშვი
და გპირდები ეგ გულიც ასევე გახელდება.
მხოლოდ ერთხელ დაუშვი, მხოლოდ ერთხელ გაბედე,
მერე თუნდაც სამყარო სულ მთლად გადატრიალდეს,
ოღონდ მალე ძვირფასო, მიეშველე ამ სევდებს,
იქნებ მერე შევყოვნდეთ, იქნებ დაგვაგვიანდეს...
...
შენც შეგეძლოს ნეტავი ჩემებრ ფიქრის გამხელა,
ნეტავ ეგრე ჩუმი და... და უსიტყვო არ იყო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები