კარგი ეშმაკო, შენს არტ-კრიზის, ლოცვებით ვუშველი კათედრალთან, განზე გადავდებ ვახტანგს, ატლანტის წყლები, დილის ბრიზი, მეორმოცე დღე გათენდა და იწყება შენი ვახტაც.
მე დამელიოს შხამი ორჯერ, მიწის თუ გინოდეს ერთი გოჯი, აღარ მენახოს ტკბილი პონსე. სადღა არიან ახლა, როჯერ, ის ძირძველები, ჟღალი ჯორჯი და თეთრი კბილი - ბილი ბონსი.
დგახარ შტურვალთან, გეკადრება, უნდა სანოვაგეც განაგო, რომ კარგად იკვებოს ეკიპაჟმა და გეჩვენება ესკადრები, შენთან სულ კოჭი გააგორონ კომენდორმა და ექიმბაშმა.
სხვა „ლეგენდარიც“ ეგებ არის, მაგრამ ასეთი ლეგენდარის, ისტორიებს რომ თხზავენ. ვერ გეწევიან კლინკერები, აფრა ეშმაკთან იკერება, იქვე იდება ზავი.
სანამ დარაჯებს აძინებენ, მთელი ხაზინა ბარძიმები, პადრეს მოვპარეთ უღვთესს. გვინდა პორტიდან აბარგება, ზურგის ქარია, აბრაგებო, ჩვენი სიმღერა ქუხდეს!
შენც დილის ექვსე ხომ არ დგები?! ხომ არ გიხმობენ ხომალდები? თუ აღიარებ, რომ ჯერ სხვა არ ყოფილა მხოლოდ ბრაგა და ხოშიანად სააბრაგო, მხოლოდ ზღვა არის, როჯერ! კიტელი კარზე ჩამოკიდე, ცოტა კაპიტანს ვახარებო, უცემ მოისმა - მიჩმან! პირადად ხელსაც არ მოვკიდებ, თქვენ როგორც გინდათ ახვარებო! თქვა ახალგაზრდა ბიჭმა. ჩააშვებინა მკვდარი ღუზა. შეიხსნა შინელი თავიდანაც, სანამ დოვლათი ყარეს, წინ გადაუდგა ჰარი კუზი და დაინახე შავი დანა, ქამრის მაცხენა მხარეს.
ბიჭს მოუყევი - ვინ ხარ, რა ხარ, არც სამარეში ჩაიტანე, რომ მოსდებოდა ღვია, მან გიპასუხა - როჯერ, რახან ახლა მე გავხდი შაიტანი, აი შენ, ცხელი ტყვია.
მერე მათარა აიტვისა, ბიჭმა - ყმაწვილმა თვრამეტისა, გადმოაფურთხა ორჯერ. მზე ჰორიზონზე ანთია და იწყება მისი განთიადი, ქრის, მხიარულო როჯერ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|