ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
29 დეკემბერი, 2025


შენამდე გზაა

შენამდე გზაა,მიყვარდი რატომ,
მინდა რომ ფიქრში ეგ სახე ვხატო,
მინდა რომ აზრად ეგ ფიქრი მქონდეს,
მანდილი ზამთრის თოვლია,თოვდეს,
ეს ჩემი აზრი გამექცა ფიქრად,
დამეცა ზეცის მსახური ფიფქად,
გარშემო აზრი ნაფიქრი ზვავის,
მტრის სახე მარად იქნება შავი,
არა მსურს ლოცვა,დავდევდი ამბავს,
არა მსურს ფიფქი მეყარა დარდად,
და შვილებს სხვისას ვუმზედი შურით,
მეც მქონდა სადღაც ნაცხები მური,
ეს შიში ედემს წააქცევს ვიცი,
არ მინდა ლოცვა ,არ მინდა ფიცი,
სანთელი იწვის და სიზმრის ლანდი,
მოვკვდები ალბათ მე შენზე დარდით,
ახლა რომ სხვა ხარ იქნება ესეც,
ფანდები იყოს დასდევდე მხეცებს,
ეგ შენი გული მეჭიროს ხელით,
და სიზმარს გავდეს გზა ფოთოლცვენით.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები