| ავტორი: შევარდენი ჟანრი: პოეზია 29 იანვარი, 2026 |
(ამბავი ჩემზე, ჩემს ძმაკაცზე და გოგოზე) უნდა გავბედო როგორღაც ჩემით, ირმის ნახტომში... უნდა გავბედო, Ჩემი საბედო Ნაპირზე გემით და ოკეანის რისხვა. იქ დავინახე, ტალღა რომ გივლის პირველი იყო, პირველად იყო, სიტყვა! მერე ნახტომი ირმის.
ჩემმა ძმაკაცმა მითხრა, რაღაცნაირად წერ ლექსებსო, რაღაცნაირსო ქალურსო...
ძლიერია ჩემი ძმაკაცი, თევზაობა უყვარს და თევზიც. ნადირობა უყვარს და კურდღელიც. აბა... აბა... დათვს არ გაეკარება, რომ გააშიშვლო, გაატყავო ქალს ჰგავსო. მოკალი და დათვზე ნადირობას კურდღელზე ნადირობა ურჩევნია. მე მიყვარს დათვიც, დათვის ხორციც და ჩემი ძმაკაციც. აკრძალვამდე ვიცი, ტკბილი ყოფილა.
საფრანგეთში გავიცანი ჩემი ძმაკაცი. კათედრალში იჯდა და ამბობდა - ესაც ჩემი ღმერთიაო და ფრესკაზე ნაცრემლარ ტუჩებს ადებდა.
გათენდა, ჩემი ძმაკაციც გაათენებდა ხატებთან, Მაგრამ გამომყვა... ნაპირზე, მინდოდა სატრფო. იყო მარსელი... ატყობს, აკლია სანთელი ირმის ნახტომს, ჩემი ძმაკაცი და ტყეში წავიდა.
მარტო ვარ მარტო, ამ უზარმაზარ, თავისუფალ პორტის ნაპირზე და გოგო რომელიც შემიყვარდა გემზე მუშაობს, მზარეულია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდებულია.ყველა თვითკმარი,მწიფე ადამიანი მარტოა. ,,პირველად იყო, სიტყვა! მერე ნახტომი ირმის." დიდებულია.ყველა თვითკმარი,მწიფე ადამიანი მარტოა. ,,პირველად იყო, სიტყვა! მერე ნახტომი ირმის."
1. ჩემი აზრით, არანაირი შეხება ამ ტექსტის ავტორს პოეზიასთან არა აქვს. აზრზეც არაა, რას წერს ჩემი აზრით, არანაირი შეხება ამ ტექსტის ავტორს პოეზიასთან არა აქვს. აზრზეც არაა, რას წერს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|