 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 5 თებერვალი, 2026 |
#ლექსები ნინო ჩხიკვიშვილი
ნინო დარბაისელი
გადაფრენა ქუთაისზე. თეთრი პიკე (ნ. ჩ.-ს)
აჯაჯული-დაჯაჯული, რა ჯიშია ანდა რჯული, ძილში ვფრენ და დავცქერ ხედებს ადრე - უფლის დანახედებს, გული დარდობს გატანჯული. მშვენებაა დახარჯული. დარი საავდრო თუ არის, კვალიც არ ჩანს ტროტუარის! სავალია საცალფეხო, რომ კისერი წაიტეხო, გზაა?!- უვიწროესია, გულს დარდები მოესია. ამ ქუჩებში კენტად, ჯგუფად დადიოდა პოეზია. შუქი?- გახდა საგრაფიკე, საფიჩხიას სჯობსო ნიკე, ვისღა ახსოვს სიჭაბუკე, რბილი ჰავის სინოტივე, ქუთათურთა “თეთრი პიკე” ქუდიც თეთრი - “კანოტიე”! დამურულან მაღლა ცანი. ვერაფერიც ვერ ვიცანი და სხვა მხარეს გავუტიე, მაპატიე, მაპატიე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|