ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიბ23
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2026


  ჩამოტვირთვა

გთხოვ ნუ განსჯი შენი სამრეკლოდან

გთხოვ ნუ განსჯი შენი სამრეკლოდან
არ იცი რამდენი სართულია,
ზოგს რაც სასაცილოდ არ ეყოფა,
სხვისთვის რას გაიგებ რა რთულია.
ყველას გააჩნია თავის ,,მტკივა,,
ყველას თავის,,მინდა გააჩნია.
იმან-რაზეც ცრემლიც არა გცვივა,
სხვის სულს მძიმე ტრავმა დაამჩნია.
ნუ ჩაუღრმავდები მეტისმეტად
კაცის ფანტაზია უშრეტია,
შენ რაც კოშმარშიც ვერ გესიზმრება,
სხვას ის ყოველ უქმედ უქცევია.
ვერ განაზოგადებ-არ გამოვა
ნამდვილ ჯოჯოხეთზე წარმოდგენას.
რაც ერთისთვის სულის მალამოა,
იმ სხვას ტვირთად აწევს ამოდენად.
ის სიმართლე სულ სხვას ადასურებს,
შენ რომ ხონჩით მუდამ წინ გიდებენ.
ვისი ბედის ხილვაც შეგაძრწუნებს,
სწორედ იმას ჰქვია სიძლიერე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები