ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2026


შოშია

#ლექსები

ნინო დარბაისელი

შოშია

ვის - ბუხარი აქვს გუგუნა და თავი გაიღუღუნა.
ვინ ეხმარება  ზოგ-ზოგებს, თავის  დანაზოგს იზოგებს.
ვინ  - ვიწრო გასაძრომშია, ვინ - პარიზშია, რომშია.
ზოგის საჭმელი  - დოა და ზოგის საჭმელი  - დოშია.
გულს უნდა  - ჩიტისკენ - კარი, დაყარეთ ასაკენკარი!
მობუზულია შოშია, რა ჰქნას შოშიამ, რომ შია?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები