ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პროზა
16 მარტი, 2026


ამოსი - ქალაქის ხმაური

ქალაქს არ სძინავს.
ის უბრალოდ თვალებს არ ხუჭავს,
რადგან შიში უკეთ ხედავს სიბნელეში.
ღმერთი აღარ ჩამოდის მთიდან.
ის ლიფტით ადის.
მეცხრე სართულზე.
სადაც ფანჯრები მუდამ ჩაკეტილია
და სინდისი — ვენტილაციის გარეშე.
მისი ხმა აღარ არის ღრიალი.
ახლა ის სიგნალია.
ავარიული.
გაუთიშავი.
ქუჩებზე აღარ არიან მწყემსები —
არიან მენეჯერები,
რომლებიც ხელფასს ისე ჭრიან,
როგორც ოდესღაც ყელს.
აქაც ითვლიან.
სამი ხელფასი დაგვიანებული.
ოთხი დაპირება მოტყუებული.
და მაინც ამბობენ:
„ეს სისტემა ასე მუშაობს“.
ღარიბს აღარ ყიდიან სანდლის ფასად —
ახლა ის კრედიტშია.
პროცენტში.
დაბადებიდან ვალში.
მართალი აღარ იყიდება ვერცხლად.
ის უბრალოდ არ ინიშნება.
მისი CV იკარგება.
მისი ხმა ზედმეტად სუფთაა
ამ ჭუჭყიანი ოთახისთვის.
ისინი კვლავ თრგუნავენ ღატაკის თავს —
არა მიწაში,
არამედ სტატისტიკაში.
რიცხვი აღარ ყვირის.
რიცხვი არ ტირის.
მამა და შვილი ერთ ეკრანს უყურებენ,
ერთი და იგივე სიცარიელით.
ერთსა და იმავე სიცრუეს აზიარებენ.
და ამას უწოდებენ
„თავისუფალ არჩევანს“.
ქალაქი ლოცულობს.
არა ღმერთს —
ალგორითმს.
რეიტინგს.
ტრენდს.
და ღმერთი აღარ ამბობს:
„მე მძულს თქვენი მსხვერპლი“.
ის ამბობს:
„მე არ მიცნობთ თქვენ.“
ცეცხლი არ ჩამოდის.
არ არის აპოკალიფსი.
არის ჩვეულებრივი დღე.
საცობები.
ხმაური.
ყავა ქაღალდის ჭიქაში.
და სწორედ ეს არის სასჯელი.
რადგან ქალაქი აგრძელებს ცხოვრებას ისე,
თითქოს არაფერი მომხდარა,
ხოლო ღმერთი დგას გზაჯვარედინზე
და უსმენს,
როგორ გადადის ადამიანი ადამიანზე
მწვანე შუქზე.
და ისევ ის კითხვა რჩება —
არა წარწერად,
არამედ ხმაურად თავში:
„ვისზე დგახარ,
როცა ქალაქი შენს ფეხქვეშ სუნთქავს?“
ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2026 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები