 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 18 თებერვალი, 2026 |
ლექსები
ნინო დარბაისელი
სათვალავი.*
-გამირითმე, აბა, ერთი! -შენ ხარ ღმერთის შენაეთი.
-გამირითმე, აბა, ორი! -ქორი, ღორი, მორი - სწორი.
-გამირითმე, აბა, სამი! - საამოა - სავარსამი?*
-გამირითმე აბა, ოთხი! - ხარ შორიდან მონაფორთხი.
-გამირითმე აბა, ხუთი! -მძვრება სული - შენახუთი.
გამირითმე, აბა, ექვსი! - ლორდ ესექსი, კექსი, ლექსი?
-გამირითმე, აბა, შვიდი! - ლხინია თუ პანაშვიდი?
-გამირითმე აბა, მე - რვა! - გიყვარს თვითონ ჭრა და კერვა.
-გამირითმე, აბა, მე - ცხრა! -გულში ბრაზი სულ დამიცხრა.
-გამირითმე აბა, ათი! - ძილის დროა და საათი. ათი, მათი, მარიფათი, არაქათი და ხიფათი, წათი, თათი, ათინათი… დავიღალე ამ ყველათი!
- - - * სათვალავი ანუ “სჩიტალკა” - ხალხურ საბავშვო პოეზიას განეკუთვნება. მჯერა, იქნება ქართულ პოეზიაში მისი კარგი ნიმუშები, მაგრამ რაც მე ვიცი, სულ უწმაწურია. მოცალეობის ჟამს მოვინდომე, “წმაწურიანი” ნიმუში შემეთხზა. ** სავარსამი - მამრ. საკ. სახ. ნიშნავს საამოს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|