ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2026


* * * *

სხვისი ხარ, თვალს ახარებ,
აკრძალვა არ ამართლებს,
ღიმილი ჩაიკეცა კუთხესთან...
სამყაროს აფერადებ
და უცხო საღებავებს,
ახალი ტილოსთვის ვუკვეთავ...
სხვისი ხარ, წითელ ხაზებს
ვკვეთავ, არ მადარდებს,
მავანის ზურგს უკან ჩურჩული...
თუ კარებს ჩარაზავენ
ფანჯარას შემოვამტვრევ,
თუნდ ათი დაადონ ურდული...
სხვისი ხარ, გულს ახარებ,
აკრძალვა არ ამართლებს,
გაშლილი ეს ჩემი აფრებია...
სამყაროს აფერადებ და
ყველა გაღიმება,
ამ გულზე მალამოდ აფენია...
ასეთი ამბებია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები