ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2026


ქალავ, სიბერე ჩუმად გვეწვია...

ქალავ, სიბერე ჩუმად გვეწვია,
თუმც ჩემი გრძნობა არსად გამქრალა...
ხარ საყვარელი, როგორც მზეწვია,
ჩვენი ვარსკვლავი ჯერ არ ჩამქრალა.

ქალავ, ჩვენ ორნი გავჭაღარავდით,
თუმც ერთმანეთით კვლავ ვართ მთვრალები...
ეგ სიყვარული არის მარადი,
ამას ამბობენ ჩვენი თვალები.

ოთარ რურუა

2026

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები