არა როგორც თამაშის ნაწილი, არამედ როგორც ადამიანის, რომელიც ხედავს და აფასებს სხვაში რეალურ სიღრმეს. მაგრამ რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ ჩემთვის ურთიერთობა სივრცეა, სადაც ორი ადამიანი ერთმანეთს არ ამოწმებს, არ ცდის და არ ეთამაშება. ინტერესი ჩემთვის არ არის სტრატეგია. ის არის პასუხისმგებლობა. თუ ადამიანი გეთამაშება, ეს ხშირად შიშიდან მოდის; შიში სერიოზულობის, შიში ნამდვილი სიახლოვის, შიში საკუთარი გულწრფელობის. მე არ ვბრაზობ. უბრალოდ არ ვმონაწილეობ თამაშში, სადაც ფსონი ემოციური გაურკვევლობაა. მე არ ვიბრძვი ყურადღებისთვის. არ ვამტკიცებ ჩემს მნიშვნელობას. ვისაც უნდა დარჩენა - თავად რჩება. მე შემიძლია ვიყო მსუბუქი, მხიარული და ფლირტშიც ბუნებრივი, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ ურთიერთობა მხოლოდ იმპულსური ინტერესის და “ნახოთ რა გამოვა” ფორმატში რჩება, ვირჩევ ღირსებას. სიყვარული არ არის ფსიქოლოგიური ჭადრაკი. და მე არ ვარ ფიგურა. თუ ოდესმე მოგინდება ნამდვილი საუბარი; იქ ვიქნები. თუ არა - მაინც მშვიდად წავალ. რადგან ნამდვილი მამაკაცის სიმტკიცე ხმაურში კი არა, არჩევანში ჩანს.
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2026 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ჩემი შეფასება უმაღლესი. ჩემი შეფასება უმაღლესი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|