მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
როლანო
ჟანრი: საბავშვო
22 თებერვალი, 2026
ორკესტრი ტყეში
ორკესტრი ტყეში
მურა დათვი ტყეში ცხოვრობს,
ძლიერ უყვარს მუსიკა,
თაფლს და ჟოლოს ურჩევნია,
ორკესტრიც და გუნდიცა.
„ორკესტრს ჩამოვაყალიბებ,
დიდ კონცერტებს გავმართავ,
ყველა ცხოველებს მოვიწვევ,
ფრინველებსაც ხანდახან“.
მოიწვია ცხოველები,
თან ააწყო გიტარა,
ამ დროს მოფრინდნენ ჩიტები,
სად იყვნენ და სად არა.
ვერ უკრავენ ცხოველები,
ვერც ჩიტები მღერიან,
„ნეტავ ტყეში ვინმემ გახსნას
ეჰ, კონსერვატორია“.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
რა პრობლემაა, გავხსნათ :)
რა პრობლემაა, გავხსნათ :)
მანანა კაკაჩია.
2026-03-03 22:33:45
1.
სათაური შეცვალეთ, "შეუმდგარი ორკესტრი" ან რაიმე მსგავსი დაარქვით :)
სათაური შეცვალეთ, "შეუმდგარი ორკესტრი" ან რაიმე მსგავსი დაარქვით :)
ვანანო.
2026-02-28 12:28:53
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
13.03.2026 03:02:09