ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
26 თებერვალი, 2026


ელისი და დიდებულთა ომი

ზღაპარი ფრინველზე, ექვსი ფერის,
ბოლოსკენ დარჩება არც რა თექა,
დავბერებულვარ მაგრამ
ვუთვლი მოკითხვას ეგზიუპერის,
ნუ გგონია რომ ნაცარს ვქექავ -
დღედაღამ ვხნავ და ვმარგლავ.

ფანჯრის დაძველდა ალათები,
დღის ჩიტი აღარ მეკარება,
ვეღარ ვეტევი დროში.
მხოლოდ ყორნები ანათებენ
და მოყვებიან სტიქარები,
ძველი ხავერდის დროშით.

ელის, ჟღალ კატას ეფერები,
წყვდიადის ყორნებო გამარჯობა!
ამ მთების იქით, ველებს,
დაუვიწყარი მეფეების
საფრთხობელები დარაჯობენ,
საფღთხობელები, ელის.

გავხდი ცხრა ცოდვის იავარიც,
გამექცა მსახური ორგული და
ფართოდ გაშლილან ვეშაკები,
ცივი ქარები, იანვარის,
მოქრიან მინას-მორგულიდან ,
როგორც ცხენები-ეშაკები.

ჯერ შენი საისრე საღი არი,
ელის, ცივი წყლის ონავარო,
ხედავ, გემები აყოვნებენ.
შავ კარიბჭესთან აღიარე,
თქვი - სარუმანის მონა ვარო!
ჩემში ცხოვრობენ ყვავ-ყორნები!

დაიქცა ჩემი ბარაკონი,
ცრემლით მოირწყა ხმელეთი და
ელის, დღე-ღამე ისე გარბის.
გაცვია შავი ბალახონი,
გიყვირის სისხლი ელენთიდან,
პირველ მემკვიდრეს იზენგარდის.


იმ ძველ სათიბებს, იმ შორ ველებს,
უვლის მთიბავი, უვლის ცული,
იმსხვრევა თეთრი ლავიწები,
მოგდის ცრემლები, იშრობ ელის,
ამბობ - გამშოდი უფლისწულო!
ხელი არ მახლო, დაიწვები!

ჩემს შავ ურდოში, ბოლონი რომ
კვდებიან, წესია - დოლ გულდური,
ჩემი თვალები ქარიშხალი,
მაგრამ შენი ვარ, ბორომირო,
მტერი აკვანში მოგუდული,
მეფე, ღვინო და დარიშხანი.

ელის, მანახე სანახები,
გზები, ნახევრად სამარხები,
თვალებს წვალებით ვახელ,
კაცი გასული სანახიროდ,
სულ მოვიარე სანახი რომ
და ვერაფერი ვნახე.

გზად რივენდელში შევიარე,
ელის რიველდელიც შენი არი -
სულ შენთვის გაიმეტეს.
ჩემს მხარზე სძინავს დაღლილ ელისს,
როგორც გალილეო გალილეის-
შორეულ განიმედეს.

2


წირვას ატარებს კანონიკი,
მას მხოლოდ მიწა და დავიწყება.
სპა დადგა კედლელთან, მირიადა.
ის რაც წესით და დაკანონიკით,
როგორც „ოდისეა“ დაიწტება,
დამთავრდეს როგორც „ილიადა“

ფოლადს სამჭედლოში ახურებენ,
მზადაა კაპაჭი შვილდისარის,
მაღლა - ყვავების გუნდი.
დაშნებს ლესავენ მსახურები,
კაცი ოთხოცდიშვიდის არის,
კიდევ იმდენი უნდა.

გადამფრენებში ბოლონი რომ
კვდებიან, წესია ქარიშხალი,
იქ დარაჯობენ ველებს
საფრთხობელები, ბორომირო,
მეფე, ღვინო და დარისხანი,
რკინის აბჯრები, ელის.

ელის, წვიმები სანამ არის,
შენი შელოცვა სარუმანის,
შენი ყვავის და გველის.
ეტლით ვშორდებით მისას-ტირითს,
მინას-ტირიტს და მის თეთრ ტირიფს,
ტირის მხედარი, ელის.

უკან ნაზგულები მოგყვებიან,
გუნდაბადის ვარგს ეფერები,
ბალახონი და თალხი,
შენზე იგავებს მოყვებიან,
დაუვიწყარი მეფეები,
დავიწყებული ხალხის.

ვარგებს აღზრდაში ეხმარები,
ყვავიან შენი ლეღვნარები,
ყვავობენ, შენ კი შვენი.
აიაზ-ყალაში დაიბადე,
შენია მთელი გუნდაბადი,
ქრიან ყვავები, შენი.

წყლთან გაწურე ცხრა მტევანი,
მტერი აკვანში მოგუდული,
გნახავ ლურჯ ტბასთან, გახდილს.
მხოლოდ შენია ტახტრევანი,
მხოლოდ შენია დოლგულ-დური
მტვერი, რომელიც გახდი.

ვარგებს შოლტებით გალახავენ
და რა დაგრვჩება უნახავი,
თარო და ქაიდამო,
საწამლავივით გადავყლაპე,
მერე ავიღე ალაყაფი,
სამეფო კარ-მიდამო.

ელის, რივენდელში შევიარე,
ელის, რიველდელიც შენი არის,
თოვლის ზეწარზე ბრუნავს.
და ესიზმრება დაღლილ ელისს,
როგორც გალიეო გალილეის,
როგორც ჯორდანო ბრუნოს.


3


ელის დღე-ღამე ისე გარბის,
აიაზ-ყალაში დაიბადა
მტერი, აკვანში მოგუდული,
პირველ მემკვიდრეს იზენგარდის,
სისხლით გეკუთვნის გუნდაბადი,
ტახტით გეკუთვნის დოლ გულდური.

ელის, გავშალე გავალაკი,
გავალაკს ვარგები დარაჯობენ,
უნდა ველოდო პურს და სეირს.
სუფრა აშალე, აალაგე,
ღამის ყორნებო, გამარჯობა!
აი, მინდვრები ელისეის.

ასე, ბედისწერას ეგუები,
გესმის - ყვირიან ებგურები,
ხვეული გზები, სატალახო.
ხაზინას ომებს ახარჯავენ,
თორემ ერთგულ ცხენს ახანჯლავენ
და მარტომ უნდა გადალახო.
იმ მაღალ კოშკში, გულში დაჭრილს,
განთიადებს რომ ღმერთი გაჭმევს,
გიდუღს მსახურის დაშნა
და სასიკვდილოდ იოხრები,
უწყლოდ კვდებიან იორღები,
მდინარეები დაშრა.

ცოტაც და, უკან დაიხევენ
ასაღებია მტკნარი ხევი,
ძველი ბილიკი შველის.
საწამლავივით გადავყლაპე,
მერე ავიღე ალაყაფი,
შენ კი, ვერაფერს გშველი.


სად არის შენი ხარიტი, რომ
სულზე მოგვისწრონ, აყოვნებენ.
გიდუღს მსახურის დანა.
ლამაზო ელის, არ იტირო,
ხომ ქრიან შენი ყვავ-ყორნები,
საფრთხობელებიც დგანან.


გზად რივენდელში შევიარე,
ელის, რივენდელიც შენი არის,
ამ დროს იწყება მარგვლა.
იცის ცხოვრებამ ჩაფლავება,
იცის ცხოვრებამ საფლავები,
შენც განისვენებ, მაგრამ

გადარჩა შუამდინარეთი,
საკათედრო და მინარეთი,
სამრეკლო მაიმედებს.
მარადი ძილით სძინავს ელისს,
როგორც გალილეო გალილეის,
შორეულ განიმედეს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები